https://sputnik-georgia.com/20230313/prokuraturam-transnacionaluri-danashauli-gaxsna-275733755.html
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T14:59+0400
2023-03-13T14:59+0400
2023-03-13T20:22+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამი პირის მიმართ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებმა ინტერნეტ-სივრცის გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და განახორციელეს ტრანზაქციები: უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით 647 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რეგისტრირებული 360 ათასი ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა. დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით პროკურატურის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება.საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებს ბრალდება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
14:59 13.03.2023 (განახლებულია: 20:22 13.03.2023) პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამი პირის მიმართ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებმა ინტერნეტ-სივრცის გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და განახორციელეს ტრანზაქციები: უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით 647 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რეგისტრირებული 360 ათასი ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა. დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით პროკურატურის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება.
საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებს ბრალდება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.