https://sputnik-georgia.com/20230313/kibos-otxi-simptomi-romlebic-diliaobit-icens-tavs-275732521.html
დააკვირდით დილაობით: დასახელდა კიბოს ოთხი სიმპტომი
დააკვირდით დილაობით: დასახელდა კიბოს ოთხი სიმპტომი
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ზოგ შემთხვევაში ის, თუ როგორ გრძნობს ადამიანი დილაობით თავს, შესაძლოა კიბოს მთავარი გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს, წერს Daily... 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T14:10+0400
2023-03-13T14:10+0400
2023-03-13T17:38+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმი გირჩევთ
ჯანმრთელობა
მედიცინა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24567/90/245679050_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_73ec450c5f45dc66a74b52a82d5c3880.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ზოგ შემთხვევაში ის, თუ როგორ გრძნობს ადამიანი დილაობით თავს, შესაძლოა კიბოს მთავარი გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს, წერს Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.როგორც ბრიტანეთის ფარმაკოლოგთა სამეფო საზოგადოების წევრი აბას კანანი ამბობს, ნაადრევად გამოვლენილი კიბოს სიმპტომები დაავადების წარმატებით მკურნალობისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.ამიტომ ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით დააკვირდეს, თუ როგორ გრძნობს თავს დილით, ვინაიდან სწორედ ამას შეუძლია კიბოზე დიაგნოსტიკური მინიშნებების მოცემა.ეს სიმპტომებია:ყელის ტკივილი — თუ დილით ყელის ტკივილით იღვიძებთ, ეს შეგრძნება ორი კვირის განმავლობაშია შენარჩუნებული და გაუმჯობესება არ შეინიშნება, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.საქმე ისაა, რომ ამგვარი ტკივილი შესაძლოა ყელის, ხორხისა თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებების ნიშანი იყოს.ხველა — დილაობით ხველა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არ წყდება, ძალიან საყურადღებო სიმპტომია. ეს შესაძლოა კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის – ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს. ამიტომ ადამიანი აუცილებლად უნდა გაესინჯოს სპეციალისტს. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეწევა.დაღლილობა — დილაობით დაღლის შეგრძნება ხშირად იმის ბრალია, რომ ადამიანს ცუდად ან არასაკმარისად ეძინა. მაგრამ თუ ეს მდგომარეობა დღის განმავლობაშიც იგრძნობა, ან უფრო ძლიერდება კიდეც, სამედიცინო გამოკვლევა ნამდვილად აუცილებელია.ოფლიანობა — დილით გაღვიძებისას თუ ლოგინი ოფლისგანაა დატენიანებული, ამას ყურადღება უნდა მიექცეს. მსგავსი ოფლიანობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ესენია:გარდა ამისა, დილის ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფომამ — სისხლის კიბოს ნაირსახეობამ.ასე რომ, აბას კანანის რჩევით, თუ ოფლიანობას თან ახლავს დაღლილობა, წონის კლება, სისხლჩაქცევები — ადამიანმა სასწრაფოდ ექიმს უნდა მიაკითხოს.ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორგანიზმში ტკივილის ახალ შეგრძნებას შენიშნავს, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაშია (!!!) შენარჩუნებული, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ ის სიმპტომები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების განვითარებაზე მიანიშნებს, შესაძლოა სულაც არ გამოდგეს კიბოს სიმპტომები, თუმცა აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.ასეთ სიმპტომთა შორის ექიმებმა დაასახელეს:ექიმებმა დააკონკრეტეს ხალის როგორი ცვლილებებია განსაკუთრებით ყურადსაღები. ესენია:წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24567/90/245679050_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f1c6a9f41a4aa6a2b0734ceb9012800f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , ჯანმრთელობა , მედიცინა
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , ჯანმრთელობა , მედიცინა
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ზოგ შემთხვევაში ის, თუ როგორ გრძნობს ადამიანი დილაობით თავს, შესაძლოა კიბოს მთავარი გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს, წერს Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ბრიტანეთის ფარმაკოლოგთა სამეფო საზოგადოების წევრი აბას კანანი ამბობს, ნაადრევად გამოვლენილი კიბოს სიმპტომები დაავადების წარმატებით მკურნალობისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.
ამიტომ ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით დააკვირდეს, თუ როგორ გრძნობს თავს დილით, ვინაიდან სწორედ ამას შეუძლია კიბოზე დიაგნოსტიკური მინიშნებების მოცემა.
ყელის ტკივილი — თუ დილით ყელის ტკივილით იღვიძებთ, ეს შეგრძნება ორი კვირის განმავლობაშია შენარჩუნებული და გაუმჯობესება არ შეინიშნება, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.
საქმე ისაა, რომ ამგვარი ტკივილი შესაძლოა ყელის, ხორხისა თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებების ნიშანი იყოს.
ხველა — დილაობით ხველა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არ წყდება, ძალიან საყურადღებო სიმპტომია. ეს შესაძლოა კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის – ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს. ამიტომ ადამიანი აუცილებლად უნდა გაესინჯოს სპეციალისტს. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეწევა.
დაღლილობა — დილაობით დაღლის შეგრძნება ხშირად იმის ბრალია, რომ ადამიანს ცუდად ან არასაკმარისად ეძინა. მაგრამ თუ ეს მდგომარეობა დღის განმავლობაშიც იგრძნობა, ან უფრო ძლიერდება კიდეც, სამედიცინო გამოკვლევა ნამდვილად აუცილებელია.
ოფლიანობა — დილით გაღვიძებისას თუ ლოგინი ოფლისგანაა დატენიანებული, ამას ყურადღება უნდა მიექცეს. მსგავსი ოფლიანობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ესენია:
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
გარდა ამისა, დილის ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფომამ — სისხლის კიბოს ნაირსახეობამ.
ასე რომ, აბას კანანის რჩევით, თუ ოფლიანობას თან ახლავს დაღლილობა, წონის კლება, სისხლჩაქცევები — ადამიანმა სასწრაფოდ ექიმს უნდა მიაკითხოს.
ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორგანიზმში ტკივილის ახალ შეგრძნებას შენიშნავს, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაშია (!!!) შენარჩუნებული, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.
ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ ის სიმპტომები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების განვითარებაზე მიანიშნებს, შესაძლოა სულაც არ გამოდგეს კიბოს სიმპტომები, თუმცა აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
ასეთ სიმპტომთა შორის ექიმებმა დაასახელეს:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ტკივილები მენჯის არეში;
ნაწლავთა სისტემის მუშაობის დარღვევა;
ხშირი ინფექციები და ცხელების შეტევები;
მენოპაუზის დროს საშვილოსნოდან სისხლდენა;
მუცლის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება;
უცნაური გამაგრებების გაჩენა;
კანისა და ხალების ცვლილებები.
ექიმებმა დააკონკრეტეს ხალის როგორი ცვლილებებია განსაკუთრებით ყურადსაღები. ესენია:
ასიმეტრია — როდესაც ხალის ერთი ნახევარი მეორეს არ ჰგავს, მისი საზღვრები ბაცია, ან ხალზე უფრო მუქი ან ღია ლაქები ჩნდება;
დიამეტრი — ანუ ზომის ზრდა;