https://sputnik-georgia.com/20230313/gaficva-safrangetsi-275731311.html
გაფიცვების შედეგი: პარიზის ქუჩები ნაგავსაყრელად და ვირთხების საბუდრად იქცა - ფოტო
გაფიცვების შედეგი: პარიზის ქუჩები ნაგავსაყრელად და ვირთხების საბუდრად იქცა - ფოტო
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საფრანგეთის დედაქალაქი ნაგავსაყრელად იქცა, ვინაიდან ქუჩებში დადგმულ სანაგვე ურნებს არავინ ცლის, იუწყება EuroNews. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T13:37+0400
2023-03-13T13:37+0400
2023-03-13T17:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ახალი ამბები
საფრანგეთი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274532191_0:102:2863:1712_1920x0_80_0_0_a36fba5987be6bafa8b79c6534bca37f.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საფრანგეთის დედაქალაქი ნაგავსაყრელად იქცა, ვინაიდან ქუჩებში დადგმულ სანაგვე ურნებს არავინ ცლის, იუწყება EuroNews.პარიზის დანაგვიანების მიზეზი დასუფთავების სამსახურისა და ნარჩენების უტილიზაციის ქარხნების თანამშრომლების გაფიცვაა, რომლებიც საპენსიო სისტემის რეფორმას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ქუჩებში აუტანელ სუნსა და ვირთხების მომრავლებას უჩივიან. რესტორნებისა და სუპერმარკეტების მფლობელები შეშფოთებული არიან ანტისანიტარიული პირობებით. ხელისუფლების განცხადებით, პრობლემის მოგვარებას ნაგვის გატანის საქმეში კერძო კომპანიების ჩართვით ცდილობენ.საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვები და დემონსტრაციები 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. მანამდე საპენსიო ასაკის გაზრდის მცდელობა ხელისუფლებას 2020 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ მთავრობა „ყვითელი ჟილეტების“ პერმანენტული აქციების ფონზე იძულებული გახდა, უარი ეთქვა ინიციატივაზე.საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიმდინარე წლის 11 მარტს მხარი დაუჭირა მთავრობის საპენსიო კანონპროექტს. თუ ქვედა პალატა მას არ დაამტკიცებს, მთავრობა კანონპროექტის ამოქმედებას თავისი დადგენილებით მაინც შეძლებს.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274532191_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_baf68233ea59f0eb7ab213be5eb90618.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ახალი ამბები, საფრანგეთი
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ახალი ამბები, საფრანგეთი
გაფიცვების შედეგი: პარიზის ქუჩები ნაგავსაყრელად და ვირთხების საბუდრად იქცა - ფოტო
13:37 13.03.2023 (განახლებულია: 17:32 13.03.2023) თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საფრანგეთის დედაქალაქი ნაგავსაყრელად იქცა, ვინაიდან ქუჩებში დადგმულ სანაგვე ურნებს არავინ ცლის, იუწყება EuroNews.
პარიზის დანაგვიანების მიზეზი დასუფთავების სამსახურისა და ნარჩენების უტილიზაციის ქარხნების თანამშრომლების გაფიცვაა, რომლებიც საპენსიო სისტემის რეფორმას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.
„შვიდი დღე ნაგვის გატანის გარეშე. სიმყრალე და ლპობა. არანაირი გადაუდებელი ზომები პარიზის მერიის მხრიდან, თუნდაც ნაწილობრივი. პარიზელთა მიმართ უმოქმედობისა და უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითი", — წერს „ტვიტერზე“ ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე კლემენტ ბონი.
ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ქუჩებში აუტანელ სუნსა და ვირთხების მომრავლებას უჩივიან. რესტორნებისა და სუპერმარკეტების მფლობელები შეშფოთებული არიან ანტისანიტარიული პირობებით. ხელისუფლების განცხადებით, პრობლემის მოგვარებას ნაგვის გატანის საქმეში კერძო კომპანიების ჩართვით ცდილობენ.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვები და დემონსტრაციები 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. მანამდე საპენსიო ასაკის გაზრდის მცდელობა ხელისუფლებას 2020 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ მთავრობა „ყვითელი ჟილეტების“ პერმანენტული აქციების ფონზე იძულებული გახდა, უარი ეთქვა ინიციატივაზე.
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიმდინარე წლის 11 მარტს მხარი დაუჭირა მთავრობის საპენსიო კანონპროექტს. თუ ქვედა პალატა მას არ დაამტკიცებს, მთავრობა კანონპროექტის ამოქმედებას თავისი დადგენილებით მაინც შეძლებს.