https://sputnik-georgia.com/20230313/dedis-mkvlelobistvis-dakavebuls-patimroba-sheeparda-275738345.html
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 55 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 55 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა – ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T15:49+0400
2023-03-13T15:49+0400
2023-03-13T20:32+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 55 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. დღეს გამართულ პროცესზე, რომელზეც ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო. როგორც ადვოკატმა გვანცა შელიამ განაცხადა, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა – ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით დედის გარდაცვალება მისი დაცემით ახსნა და ორი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა.ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 55 წლის მამუკა რურუა იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 55 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
15:49 13.03.2023 (განახლებულია: 20:32 13.03.2023) გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა – ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 55 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
დღეს გამართულ პროცესზე, რომელზეც ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო. როგორც ადვოკატმა გვანცა შელიამ განაცხადა, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა – ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით დედის გარდაცვალება მისი დაცემით ახსნა და ორი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 55 წლის მამუკა რურუა იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.