https://sputnik-georgia.com/20230313/amerikasi-kidev-erti-banki-daixura-275733936.html
აშშ-ში კიდევ ერთი მსხვილი ბანკი დაიხურა
აშშ-ში კიდევ ერთი მსხვილი ბანკი დაიხურა
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანოებმა კვირას კრიპტოინდუსტრიის მსხვილი კრედიტორი Signature Bank დახურეს საბანკო კრიზისის... 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T15:22+0400
2023-03-13T15:22+0400
2023-03-18T15:20+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
აშშ
ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272942528_0:170:3041:1880_1920x0_80_0_0_9b5f4771b09bc31498fc5f0fbf075c3c.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანოებმა კვირას კრიპტოინდუსტრიის მსხვილი კრედიტორი Signature Bank დახურეს საბანკო კრიზისის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, იუწყება CNBC აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფედერალური სარეზერვო სისტემისა და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.მანამდე, პარასკევს მარეგულირებელმა ორგანოებმა Silicon Valley Bank დახურეს და მისი დეპოზიტები დააყადაღეს.SVB-ის გაკოტრება ბანკის უდიდესი კრახია აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მის გაკოტრებას ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, რასაც ბევრი საფინანსო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული აქტივების გაუფასურება მოჰყვა.მათ შორის აღმოჩნდა Signature Bank-იც, რომლის საბაზრო ღირებულება პარასკევისთვის 4,4 მილიარდს შეადგენდა.FDIC-ს ანგარიშის თანახმად, გასული წლის 31 დეკემბრისათვის Signature Bank-ის აქტივების საერთო რაოდენობა 110,4 მილიარდ დოლარს, ხოლო დეპოზიტების საერთო რაოდენობა 88,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.წყარო: CNBC
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272942528_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_454a137ccfd0595e9e13f065d4f6e18c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ეკონომიკა, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანოებმა კვირას კრიპტოინდუსტრიის მსხვილი კრედიტორი Signature Bank დახურეს საბანკო კრიზისის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, იუწყება CNBC აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფედერალური სარეზერვო სისტემისა და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე, პარასკევს მარეგულირებელმა ორგანოებმა Silicon Valley Bank დახურეს და მისი დეპოზიტები დააყადაღეს.
SVB-ის გაკოტრება ბანკის უდიდესი კრახია აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მის გაკოტრებას ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, რასაც ბევრი საფინანსო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული აქტივების გაუფასურება მოჰყვა.
მათ შორის აღმოჩნდა Signature Bank-იც, რომლის საბაზრო ღირებულება პარასკევისთვის 4,4 მილიარდს შეადგენდა.
FDIC-ს ანგარიშის თანახმად, გასული წლის 31 დეკემბრისათვის Signature Bank-ის აქტივების საერთო რაოდენობა 110,4 მილიარდ დოლარს, ხოლო დეპოზიტების საერთო რაოდენობა 88,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.