https://sputnik-georgia.com/20230312/sazareli-mkvleloba-martvilsi-versiebi-da-danasaulis-axali-detalebi-275716064.html
საზარელი მკვლელობა მარტვილში: ვერსიები და დანაშაულის ახალი დეტალები
საზარელი მკვლელობა მარტვილში: ვერსიები და დანაშაულის ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა დედა ფულის გამო მოკლა 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T14:51+0400
2023-03-12T14:51+0400
2023-03-12T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268638682_0:31:1125:664_1920x0_80_0_0_ff2a41817069c581528f06b2c89e6cf0.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში 86 წლის დედის მკვლელობისთვის ბრალდებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა საკუთარი დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა - ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება.გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცმა, კვალის დაფარვის მიზნით, დედის გარდაცვალება დაცემით ახსნა და 2 დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა.ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 55 წლის მამუკა რურუა იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.„ავადმყოფი ძმა მყავდა... ამ ზაფხულს თავზე ოპერაცია გაუკეთდა და ჰქონდა პრობლემა. მაგისთვის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა ბრალდებულის ძმამ.სხვა ვერსიით, კაცმა დედა იმის გამო მოკლა, რომ მას თავისი პენსია არ მისცა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268638682_0:0:1125:844_1920x0_80_0_0_aebe01c8f6b070a51603baf8c7a876c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საზარელი მკვლელობა მარტვილში: ვერსიები და დანაშაულის ახალი დეტალები
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა დედა ფულის გამო მოკლა
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში 86 წლის დედის მკვლელობისთვის ბრალდებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა საკუთარი დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა - ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცმა, კვალის დაფარვის მიზნით, დედის გარდაცვალება დაცემით ახსნა და 2 დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 55 წლის მამუკა რურუა იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„ავადმყოფი ძმა მყავდა... ამ ზაფხულს თავზე ოპერაცია გაუკეთდა და ჰქონდა პრობლემა. მაგისთვის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა ბრალდებულის ძმამ.
სხვა ვერსიით, კაცმა დედა იმის გამო მოკლა, რომ მას თავისი პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.