რუსთავის მერი: 2023 წლის ბოლომდე 64 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვას ვგეგმავთ

© photo: Sputnik / Stringerქალაქი რუსთავი
ქალაქი რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2023
გამოწერა
რუსთავში ინვესტიციების ძირითად ნაწილს დეველოპერული კომპანიებისგან ელოდებიან
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრის, ქალაქ რუსთავის მერია ქალაქში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქი რუსთავი თბილისიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ან ქალაქის ქარხნებში მუშაობს, ან სამუშაოდ თბილისში დადის. ქალაქი იზიდავს ქვეყნის უამრავ მცხოვრებს თბილისთან შედარებით საცხოვრებელი ფართის სიიაფისა და ასევე დედაქალაქთან სიახლოვის გამო.
„ჩვენი დათვლით, 64 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება 2022-2023 წლების გარდამავალ პერიოდში“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
ძირითადი დაინტერესება არის დეველოპერული კომპანიების მხრიდან, რომლებიც სამშენებლო ბიზნესს აქტიურად აწარმოებენ, თუმცა ქალაქის მერია აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნესის სხვა სექტორების წარმომადგენლებთანაც, აღნიშნა მერმა.
„ჩვენ გვაქვს შეხვედრები ისეთ კომპანიებთანაც, რომლებიც ჯერ არ არიან ქალაქში შემოსული და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ქალაქს, რომ საკვები ობიექტების სახით, სხვადასხვა ქსელური მაღაზიების, წიგნების თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების სახით იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც ქალაქის მთავარი გამოწვევაა, თქვა მან.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ რუსთავში, რომელიც ასევე ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ყველა ახალი ამბავი
0