https://sputnik-georgia.com/20230312/ramdeni-qartveli-studenti-gagzavnes-ucxoetsi-saswavleblad-axali-monacemebi-275716660.html
რამდენი ქართველი სტუდენტი გაგზავნეს სასწავლებლად უცხოეთში - ახალი მონაცემები
რამდენი ქართველი სტუდენტი გაგზავნეს სასწავლებლად უცხოეთში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 25.069 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 43,2%-ით მეტია 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T15:38+0400
2023-03-12T15:38+0400
2023-03-12T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/02/237560274_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b875779d88278cff6892e7d7be44e0fd.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 239-ით გაიზარდა და 723-ს გაუტოლდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.„საქსტატის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე კერძო სასწავლებლებიდან.პარალელურად, იზრდება უცხოელი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს ირჩევენ. 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 25.069 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 43,2%-ით მეტია.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლესებში 161,3 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0,9%-ით მეტია.18 წელს ქვემოთ ასაკის სტუდენტები 1,9%-ს შეადგენენ, 18-დან 23 წლამდე ასაკის - 79,8 %-ს, 24 წელს ზემოთ - 18%-ს.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/02/237560274_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_1bb832043a6831dc3e078b6fcdb427c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, განათლება საქართველოში
რამდენი ქართველი სტუდენტი გაგზავნეს სასწავლებლად უცხოეთში - ახალი მონაცემები
2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 25.069 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 43,2%-ით მეტია
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 239-ით გაიზარდა და 723-ს გაუტოლდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე კერძო სასწავლებლებიდან.
პარალელურად, იზრდება უცხოელი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს ირჩევენ. 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 25.069 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 43,2%-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლესებში 161,3 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0,9%-ით მეტია.
18 წელს ქვემოთ ასაკის სტუდენტები 1,9%-ს შეადგენენ, 18-დან 23 წლამდე ასაკის - 79,8 %-ს, 24 წელს ზემოთ - 18%-ს.