https://sputnik-georgia.com/20230312/qartuli-ocneba-meore-frontis-gaxsnas-ar-dausvebs-raribasvili-275721487.html
„ქართული ოცნება" მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს - ღარიბაშვილი
„ქართული ოცნება" მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს - ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს კონტექსტში მეორე ფრონტის ტერმინი პირველად უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ახსენეს, განაცხადა პრემიერმა. 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T23:00+0400
2023-03-12T23:00+0400
2023-03-13T00:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274826433_0:199:1600:1100_1920x0_80_0_0_fe8aa351089bdadf62f720963856e98d.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.საუბრები ხელისუფლების შეცვლაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. შედეგად, მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტი გაიწვია.ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსთან კონტექსტში მეორე ფრონტის ტერმინი პირველად ახსენეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, კერძოდ კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა.გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკვე აღიარა, რომ დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას ესმის, რომ არჩევნების გზით ამის მიღწევა მათთვის არარეალურია.ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა >>პრემიერის თქმით, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ამიტომ უცნაურია, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისთვის იცლის. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა აქციის მონაწილეებისადმი ცხადყოფს, რომ „ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს“.საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274826433_160:194:1390:1116_1920x0_80_0_0_818f843a30bdbf153d5712929cc20089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
„ქართული ოცნება" მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს - ღარიბაშვილი
23:00 12.03.2023 (განახლებულია: 00:15 13.03.2023) საქართველოს კონტექსტში მეორე ფრონტის ტერმინი პირველად უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ახსენეს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საუბრები ხელისუფლების შეცვლაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. შედეგად, მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტი გაიწვია.
„ამ ბოლო დღეების განმავლობაში კარგი რაც მოხდა, ამ ადამიანების სრული ლუსტრაცია მოხდა. დავიწყოთ თავიდან, რომ 300 „ენჯეო“ იყო გაერთიანებული და, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“... რა თქმა უნდა, მათი მთავარი მიზანი არის უკრაინის... დახმარება ომში. როგორ – მეორე ფრონტის გახსნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსთან კონტექსტში მეორე ფრონტის ტერმინი პირველად ახსენეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, კერძოდ კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკვე აღიარა, რომ დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას ესმის, რომ არჩევნების გზით ამის მიღწევა მათთვის არარეალურია.
პრემიერის თქმით, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ამიტომ უცნაურია, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისთვის იცლის. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა აქციის მონაწილეებისადმი ცხადყოფს, რომ „ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს“.
„ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.