https://sputnik-georgia.com/20230312/papuasvili-saqartvelosi-depolarizaciis-mirweva-praqtikulad-seuzlebelia-275713686.html
პაპუაშვილი: საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია
პაპუაშვილი: საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია
Sputnik საქართველო
დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საკმარისად არ ემიჯნებიან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T13:05+0400
2023-03-12T13:05+0400
2023-03-18T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_341:198:1210:687_1920x0_80_0_0_263361a1f4c231b372f348f8e631a502.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის პირველი პუნქტის - პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა - შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დეპოლარიზაცია - 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი - სახალხო დამცველის არჩევა - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ გარეშე შესრულდა.პაპუაშვილის თქმით, როგორ უნდა ველოდოთ მონაწილეობას 12 პუნქტის შესრულებაში იმ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე პროპაგანდისტულ ნარატივს იყენებდა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ.სამდღიანმა პროტესტმა, რომლის სათავეში იდგნენ სტუდენტები და ახალგაზრდობა, გამოიწვია ის, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უმოკლეს ვადებში შეასრულა ყველა მათი მოთხოვნა: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები გაიწვიეს, ხოლო არეულობების დროს დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.„ხალხის ძალამ“ განმარტა, რა სარგებლობა მოიტანა კანონპროექტმა უცხოური აგენტების შესახებ >>საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს გააკეთა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_491:230:1091:680_1920x0_80_0_0_16945000d6c0ff275541577351f74575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პაპუაშვილი: საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია
13:05 12.03.2023 (განახლებულია: 15:05 18.03.2023) დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საკმარისად არ ემიჯნებიან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის პირველი პუნქტის - პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა - შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეპოლარიზაცია - 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
„ეს ის საკითხია, რომელიც ბევრი მიზეზის გამო შეუსრულებადია. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ნაწილს ოპოზიციისას საკმარისად არ ემიჯნებიან, მათ შორის მათი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ვხედავთ EPP-ს (ევროპის სახალხო პარტია - რედ.) მუდმივ მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. რადიკალურ პარტიას, რომელიც არ მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულებაში, ბოიკოტირებს პარლამენტს, აწყობს აქციებს და ა.შ., ამ პარტიას უჭერენ მხარს“, - განაცხადა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი - სახალხო დამცველის არჩევა - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ გარეშე შესრულდა.
პაპუაშვილის თქმით, როგორ უნდა ველოდოთ მონაწილეობას 12 პუნქტის შესრულებაში იმ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე პროპაგანდისტულ ნარატივს იყენებდა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ.
სამდღიანმა პროტესტმა, რომლის სათავეში იდგნენ სტუდენტები და ახალგაზრდობა, გამოიწვია ის, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უმოკლეს ვადებში შეასრულა ყველა მათი მოთხოვნა: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები გაიწვიეს, ხოლო არეულობების დროს დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს გააკეთა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს.