https://sputnik-georgia.com/20230312/batumsi-mmxdari-mkvlelobis-faqtze-ert-pirs-brali-warudgines-275719473.html
ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ორ ახალგაზრდას შორის კაფეში დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T22:00+0400
2023-03-12T22:00+0400
2023-03-12T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23519/78/235197896_464:374:1892:1177_1920x0_80_0_0_a8bda324ae7205ec431a6d57cf5ce313.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა 11 მარტს, გვიან ღამით ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23519/78/235197896_497:299:1836:1303_1920x0_80_0_0_9afeb13cf38e08670565119d0524f846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
ორ ახალგაზრდას შორის კაფეში დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 11 მარტს, გვიან ღამით ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.