მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Silicon Valley დაიხურა

© AP Photoბანკი Silicon Valley Bank
ბანკი  Silicon Valley Bank  - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2023
გამოწერა
აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი დაიხურა
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. კალიფორნიაში დაიხურა ბანკი Silicon Valley Bank (SVB), რომელიც გახდა უმსხვილესი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ანაბრების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციაზე (FDIC) დაყრდნობით.
„Silicon Valley Bank (სანტა-კლარა, კალიფორნია) დღეს დახურა ფინანსური დაცვის და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა, რომელმაც ანაბრების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) საკონკურსო მმართველად დანიშნა“, - ნათქვამია რელიზში.
Silicon Valley Bank-ის დაზღვეული დეპოზიტები გადატანილია ცალკეულ სტრუქტურაში - Deposit Insurance National Bank of Santa Clara.
„ყველა დაზღვეულ მეანაბრეს ექნება სრული წვდომა დაზღვეულ დეპოზიტებზე არაუგვიანეს ორშაბათის დილისა“, – აცხადებენ კორპორაციაში.
Silicon Valley Bank-მა, რომელიც სილიკონის ველის სტარტაპებზე ოყო ორიენტირებული, 8 მარტს პრაქტიკულად ყველა ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შესახებ განაცხადა და გადასახადის გადახდის შემდეგ 1,8 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიიღო.
მეორე დღეს ბანკმა სცადა 2 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვა, მაგრამ უშედეგოდ. ბანკის აქციები 60 პროცენტზე მეტად გაიაფდა და 10 მარტს ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა. შედეგად, აშშ-ს საბანკო სექტორი 9 მარტს 6,5 პროცენტით, 10 მარტს კი 3,5 პროცენტით დაეცა. ამის შემდეგ SVB-მ დაიქირავა კონსულტანტები ბანკის გაყიდვის შესაძლებლობის შესასწავლად.
ყველა ახალი ამბავი
0