https://sputnik-georgia.com/20230311/saqartvelosi-ganaxlda-brzola-aziur-farosanastan-275699806.html
„მოიზიდე და გაანადგურე“- დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
„მოიზიდე და გაანადგურე“- დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება. 11.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-11T12:29+0400
2023-03-11T12:29+0400
2023-03-11T12:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აზიური ფაროსანას მონიტორინგს იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას.მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა
„მოიზიდე და გაანადგურე“- დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აზიური ფაროსანას მონიტორინგს იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.
პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.
ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას.
მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
„ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.