მედვედჩუკი: ზელენსკი უკრაინას მართლმადიდებლობას ართმევს

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2023
გამოწერა
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უკრაინა ფრანკენშტეინის ქმნილებად იქცა, მაგრამ უკრაინელები არ არიან ზომბები და კიევის ხელისუფლება ქვეყანას გვამად ვერ გადააქცევს, ნათქვამია უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის განცხადებაში, რომელსაც „რია ნოვოსტი“ აქვეყებს.
მანამდე უკრაინის ეროვნულმა ნაკრძალმა „კიევო-პეჩორის ლავრამ“ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებს ტაძრის 29 მარტამდე დატოვება დაავალა.
მედვედჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება „მართლმადიდებლობის მთავარი სალოცავის — კიევო-პეჩორის ლავრის რეიდერულ მიტაცებას იწყებს“, რომელიც „ფაშისტური ოკუპაციის დროსაც კი არ დახურულა“.
„დღეს კი მათი იდეოლოგიური მემკვიდრეები უკრაინელ ხალხს ართმევენ იმას, რაც მათ სულიერ სიმტკიცეს აძლევს, აძლიერებს განსაცდელების დროს, ანუგეშებს მწუხარებაში და აერთიანებს აღდგომის სიხარულში“, — აცხადებს მედვედჩუკი.
მისი თქმით, ამით ხალხს „უკანასკნელ რწმენას ართმევენ“.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ხალხს მშვიდობის, ერთიანობისა და სინდისისკენ მოუწოდებდა. მაგრამ მშვიდობიანი, ღვთისმოშიში და კეთილსინდისიერი ადამიანები ზელენსკის ხელისუფლებამ მტრებად გამოაცხადა“, — მიაჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
გარდა ამისა, მედვედჩუკის განცხადებით, უკრაინელ ხალხს უკვე წაართვეს უფლებები და თავისუფლებები, ასევე რუსული ენა, რომელიც უკრაინის „მილიონობით მოქალაქისთვის იყო მშობლიური“, რითაც „ხალხი შეშლილ ნაცისტ ბანდიტებს ჩაუყარეს ხელში“.
„დღეს უკრაინელებს არა მხოლოდ უფლება არ აქვთ, გააჩნდეთ ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი, დღეს ისინი ვალდებული არიან, ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭირონ მხარი ამ ხელისუფლებას, რადგან დუმილიც კი დანაშაულად ითვლება“, — აღნიშნა მედვედჩუკმა.
მისი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას არ სურს აღიაროს თავისი შეცდომები და „ამჯობინებს, ხალხი სასაკლაოზე წაასხას“.
„მაგრამ კიევის ხელისუფლებას არ გამოუვა უკრაინის გვამად, საშიშ ზომბად გადაქცევ. უკრაინელები ცოცხალი, სულიერი, სამართლიანი ერია. უკრაინელები არ არიან ზომბები. არის სხვა უკრაინა, ნამდვილი, ჭეშმარიტი, სლავური, მართლმადიდებელი, რომელიც არ დაუშვებს სატანიზმისა და უკანონობის თავსმოხვევას. <...> ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის განადგურება ხალხს მხოლოდ გააძლიერებს. მართლმადიდებლობას, ისევე როგორც ხალხს, ვერ გაანადგურებენ“, — ასკვნის მედვედჩუკი.
მანამდე უკრაინისხელისუფლებამ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შემავალ მართლმადიდებლურ ეკლესიას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აუკრძალა საქმიანობა, პარლამენტს კი წარედგინაკანონპროექტი უკრაინაში მისი ფაქტობრივი აკრძალვის შესახებ. ზოგი სასულიეროპირისწინააღმდეგ სახელმწიფო სანქციებიც დაწესდა.
ყველა ახალი ამბავი
0