შეიცვალა საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის თარიღი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან
საქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
მატჩი გადაიტანეს იმის გამო, რომ 11 სექტემბერს ნორვეგიაში არჩევნები ტარდება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, რომელიც 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი, ერთი დღით გადაიტანეს და ის 12 სექტემბერს ჩატარდება, ნათქვამია ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
„ევრო 2024"-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრით საქართველოს ნაკრები მოხვდა А ჯგუფში, რომელშიც, საქართველოს გარდა, შედიან ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი.

„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნორვეგიასა და საქართველოს შორის, რომელიც თავდაპირველად ორშაბათს, 11 სექტემბერს დაინიშნა, გადატანილია. მიზეზი ისაა, რომ ნორვეგიაში ორშაბათი არჩევნების დღეა", – ნათქვამია ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ეს გადავადება საქართველოს ნაკრებისთვის მისაღებია, რადგან წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, თბილისში ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი ნორვეგიაში 8 სექტემბერს უნდა გაფრინდეს.
შესაბამისად, მატჩის წინ მოსამზადებლად მათ ახლა უკვე სამის ნაცვლად ოთხი დღე ექნებათ.
საქართველოს ნაკრების განრიგი სექტემბერში:
2023, 8 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი
2023, 12 სექტემბერი
ნორვეგია – საქართველო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0