მიმოხილვა: აშშ რუსულ МиГ-29-ზე ამერიკული რაკეტა AIM-120-ის მორგებას გეგმავს

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
ვაშინგტონი არ მიდის კიევის რეჟიმისთვის ნატოს სტანდარტების მოიერიშე ავიაციის მიწოდების რისკზე, წერს „რია ნოვოსტის“ სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
მისი თქმით, აშშ უკრაინის არმიის საჰაერო ძალების საჭიროებების კომპენსირებას სხვადასხვა ქვეყანაში მეორადი МиГ-29-ების შეძენითა და ამერიკული „ჰაერი-მიწა“ და „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტების შემდგომი ინტეგრირებით ცდილობს.
როგორც ავტორი წერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერ ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინელი მფრინავების წვრთნა არიზონის საჰაერო ძალების ბაზაზე — ეს არის არა F-16-ის პილოტირებისთვის მომზადება, არამედ МиГ-ებზე ამერიკული მაღალი სიზუსტის რაკეტების ინტეგრაციის შესაძლებლობის შეფასება.
ვაშინგტონი ნატოს თვითმფრინავების კიევისთვის მიწოდებას ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა კონგრესმა ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში გამოყო 100 მილიონი დოლარი უკრაინელი ავიატორების მომზადებისთვის F15 და F16-ზე ფრენისთვის. 6 მარტს აშშ-ში უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი ორი მფრინავის არაერთმნიშვნელოვანი წვრთნა დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკულ F-16-ებს უკრაინის გამარჯვების გასაღებად მიიჩნევს. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტატისტიკა დასავლური მიწოდებების უაზრობაზე მეტყველებს, რადგან წლის განმავლობაში უკრაინული არმიის თითქმის 400 თვითმფრინავი და 200-ზე მეტი ვერტმფრენი განადგურდა.
ამერიკული სარაკეტო იარაღის ინტეგრაციისთვის МиГ-29 შემთხვევით არ აურჩევიათ. ეს მე-4 თაობის გამანადგურებელია, რომელიც ყველა ტიპის საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლადაა შექმნილი მართვადი რაკეტებითა და საბორტე ქვემეხით. МиГ-29 არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საბჭოთა (რუსული) გამანადგურებელი, 1600-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციით.
МиГ-29-ს ოფიციალურად 29 ქვეყანა ფლობს, მათ შორის უკრაინაც. მაგალითად, პოლონეთმა საბჭოთა მემკვიდრეობიდან 50-ზე მეტი МиГ-29 მიიღო და ახლა ვარშავა მზადაა, ყველა კიევს მისცეს. რუმინეთს 24 МиГ-ი აქვს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ადრე მოლდოვისგან 21 ცალი МиГ-29 შეიძინა. უცნობია 28 უნგრული და 12 ბულგარული МиГ-29-ების ბედი. მარტის დასაწყისში სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ მზადაა უკრაინას 10 ერთეული МиГ-29 გადასცეს.
აზიისა და აფრიკის ქვეყნებს თუ არ შევეხებით, სულ დაახლოებით 140 ერთეულ МиГ-29-ს ვიღებთ, რომლებიც შეერთებულ შტატებს შეუძლია „გამოისყიდოს“ ან გაცვალოს უკრაინისთვის.
МиГ-29-ების ტექნიკური მზადყოფნის აღდგენის პრობლემების გადაჭრა პოლონეთის სახელმწიფო ავიასარემონტო ქარხანა Wojskowe Zakłady Lotnicze No.2-ს შეუძლია.

უკრაინული „კამიკაძე"

ამერიკული რაკეტა AIM-120-ის სავარაუდო ინტეგრაცია არ გაზრდის უკრაინული МиГ-29-ის გამარჯვების შანსებს. მანამდე ამერიკელმა სპეციალისტებმა МиГ-29-ში სარადარო რაკეტა AGM-88 HARM-ების ინტეგრაცია მოახდინეს, მაგრამ ამან უკრაინულ თეატრში ძალთა ბალანსი ვერ შეცვალა.
ვაშინგტონი კიევის რეჟიმისთვის ამერიკული F-16-ების მიწოდებაზე ყოყმანობს არა იმდენად რუსეთთან პირდაპირი ესკალაციის შიშის გამო, არამედ რუსული იარაღის აშკარა ტექნოლოგიური უპირატესობის გამო. ყველაზე გამორჩეული ამერიკული რაკეტები AIM-120 ორჯერ ჩამოუვარდება რუსულ ანალოგ R-37M-ებს. რომლებიც ამასთან ჰიპერბგერითები არიან, დაფრინავენ 6 მახის, ანუ საათში 7192 კმ სიჩქარით და მაქსიმალურ მანძილზე მდებარე სამიზნეს გაშვებიდან 3-4 წუთში აღწევენ.
მაღალი სიზუსტის რაკეტები AIM-120 ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომ ფასად ამზადებენ უკრაინელ თვითმკვლელ მფრინავებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, მხოლოდ ერთი გაფრენის შესრულებას მოასწრებენ.
კიევის მთავარი მსახიობი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თვითმკვლელური კონტრშეტევისთვის ამზადებს და დაჟინებით მოითხოვს დასავლეთის სამხედრო დახმარების გაზრდას. შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობით კიევის რეჟიმი დაუფიქრებლად ამრავლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოუსწორებელ დანაკარგებს, უბედურება მოაქვს მის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ობიექტური რეალობა დაუნდობლად აკორექტირებს ვაშინგტონისა და უკრაინელი მარიონეტების აგრესიულ გეგმებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0