პარასკევს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerპროტესტის მესამე დღე. 09.03.2023
პროტესტის მესამე დღე. 09.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
10 მარტის აქცია უკავშირდება პლენარულ სხდომას, სადაც, სავარაუდოდ, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროეტი მეორე მოსმენაზე იქნება წარდგენილი
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარასკევს დილის 11 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსდა.
„მეგობრებო, ჩვენ ხვალ დილიდან ვიქნებით პარლამენტთან, რომ ყურადღება მივაქციოთ და დავიცვათ პროცესი“, - დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ.
ხვალინდელი აქცია უკავშირდება პლენარულ სხდომას, რომლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
პლენარული სხდომა, რომელზეც, სავარაუდოდ, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროეტი მეორე მოსმენაზე იქნება წარდგენილი, პარასკევს 12 საათზე ჩაინიშნა. სხდომამდე 15 წუთით ადრე კი დეპუტატები ბიუროზე შეიკრიბებიან, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
პარლამენტში პარასკევს პლენარული სხდომა ჩაინიშნა >>
დედაქალაქი ორი დღე საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
საპროტესტო აქციების ფონზე ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული , რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება.
რაც შეეხება კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკულ ვერსიას, რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მდინარაძის ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
სამდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის პროექტი უნდა ჩავარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება.
გადაწყვეტილებას პროექტის გაწვევის შესახებ მიესალმა ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
ყველა ახალი ამბავი
0