მწეველებისთვის და არა მხოლოდ - პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება

CC BY-SA 2.0 / Adam / Eric Smokesმწეველი
მწეველი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
ყველაზე კარგია, თუ მოწევას თავს დაანებებთ, ხოლო ვისთვისაც ეს გადაულახავი დაბრკოლებაა, მათ ვთავაზობთ ოთხ პროდუქტს, რომლებიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ფილტვებს ნიკოტინის ფისისგან წმენდს.
მწეველები შეგნებულად კლავენ საკუთარ ორგანიზმს, ხოლო ყველაზე მეტი ფილტვებს „ხვდება". სიგარეტის თითოეული ნაფაზის შემდეგ ფილტვების გარსზე არსებული ნამცეცა „წამწამები" მიკროსკოპულ დამწვრობას იღებენ, ატროფირდებიან და კვდებიან. ფისისა და ლორწოს დაგროვების შედეგად ჩნდება ქრონიკული, მახრჩობელა ხველა.
ფილტვის ე.წ. წამწამებს აღდგენის უნარი გააჩნიათ. საერთოდ, ყველაზე კარგია, თუ მოწევას თავს დაანებებთ, ხოლო ვისთვისაც ეს გადაულახავი დაბრკოლებაა, მათ ვთავაზობთ ოთხ პროდუქტს, რომლებიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ფილტვებს ნიკოტინის ფისებისგან წმენდს (თამბაქოს წევის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას ფისი ეწოდება. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში 1 ლიტრი ფისი ილექება).
ფილტვების გაწმენდის ხერხები:
ფილტვები ზიანდება არა მხოლოდ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან, არამედ სხვა გარე ფაქტორებისგანაც, როგორ საშიშროებასაც, მაგალითად, ქალაქების მოსახლეობისთვის გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი წარმოადგენს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ამ პროდუქტებს ჩვენს რაციონში მეტი ადგილი დავუთმოთ.
გრეიპფრუტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გრეიპფრუტი და მისი სასარგებლო თვისებები
გრეიპფრუტი
ეს ციტრუსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეფექტურად აუმჯობესებენ უჯრედების ფუნქციებს. ასევე ნივთიერებებს, რომლებსაც გრეიპფრუტი შეიცავს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მალიგნიზაციას (ნორმალური უჯრედის სიმსივნურად გარდაქმნა). ამიტომ მწეველებმა, რომლებიც კიბოს განვითარების რისკის ჯგუფში არიან, აუცილებლად უნდა მიიღონ გრეიპფრუტი.
ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები>>
ნიორი
ნიორი ასეულობით დაავადებასთან ბრძოლის მძლავრი იარაღია. ის იმდენად კარგად მოქმედებს ორგანიზმზე და ისეთი თვისებებით ხასიათდება (რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უაღრესად დადებითად მოქმედებს), რომ ის რაციონში ყველამ უნდა შეიტანოს – მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი)
ჯანჯაფილს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები გააჩნია, აფართოებს სისხლძარღვებს, ის ხელს უწყობს ბრონქული არხების რეგენერაციას.
ჯანჯაფილის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი
სტაფილო
სტაფილო მდიდარია А, С, Е, К, В ჯგუფის ვიტამინებით. А ვიტამინი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ეპითელიუმის (ქსოვილი, რომელიც ფარავს ცხოველისა და ადამიანის სხეულის ზედაპირს, აგრეთვე შინაგანი ღრუ ორგანოების კედლებს) ქსოვილების მდგომარეობაზე. ნიკოტინის ზემოქმედების ნეიტრალიზებისთვის (ნიკოტინს ორგანიზმიდან ვიტამინები გამოაქვს) მიიღეთ სტაფილო უმი სახით. სტაფილოს წვენი კი უბრალოდ ჯანმრთელობის ნამდვილი წყაროა.
სტაფილო და მისი სასარგებლო თვისებები>>
თუ მოიკრებთ ნებისყოფას და მოწევას თავს დაანებებთ, ფილტვებს გაწმენდა მაინც სჭირდება. ამ პროცედურებით კი მას ნორმალურ ფუნქციონირებაში დაეხმარებით. განსხვავებას მალე იგრძნობთ: ტვინი უკეთესად მუშაობას იწყებს, სუნი უფრო მკაფიო გახდება, გემოს რეცეპტორები საყვარელი ნუგბარის თითოეულ ნიუანსს შეიგრძნობს…
ყველა ახალი ამბავი
0