მადრიდის „რეალი" კვარაცხელიას შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს

© AP Photo / Peter Dejongხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ სამეფო კლუბი ახალი სახეების შეძენისთვის ემზადება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი მადრიდის „რეალი" დაინტერესებულია იმ თანხით, რომლის სანაცვლოდაც იტალიური „ნაპოლი" მზადაა დათმოს საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა Defensacentral.
„რეალი" ზაფხულის ტრანსფერისთვის ემზადება. „ბარსასთან" წაგებამ (0:1) და მადრიდის „ატლეტიკოსთან" ფრემ (1:1) გააჩინა ვარაუდი, რომ სამეფო კლუბი ახალი შენაძენისთვის ემზადება.

„რეალი" ქართველ ფეხბურთელს დიდ პატივს სცემს და იცის, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 50-დან 60 მილიონ ევრომდეა. მან ისიც იცის, რომ „ნაპოლის" ყველაზე დიდი ფიგურისთვის მისი ხელმძღვანელობა 150 მილიონ ევრომდე მოითხოვს", – ნათქვამია სტატიაში.

როგორც Defensacentral წერს, 27 მატჩში 12 გოლითა და 15 ასისტით კვარაცხელია „ნაპოლის" აბსოლუტური ლიდერია, კლუბის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიანიშნა, რომ კვარაცხელიას თანამედროვე ფეხბურთის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ თვლის.
„სიაში ბევრი სახელია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაა, ის „წითელით“ არის მონიშნული და სეზონის ერთ-ერთ მთავარ სენსაციას წარმოადგენს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
როგორც ადრე იტალიური კლუბის ხელმძღვანელობაში განაცხადეს, „ნაპოლი" დაინტერესებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს და მისთვის ხელფასის გაზრდაც სურს. ჯერჯერობით კვარაცხელია სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და, კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 2027 წლამდე დარჩება.
კვარაცხელია „ნაპოლის" 2022 წლის ივნისში შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0