https://sputnik-georgia.com/20230310/kanonproeqti-ucxouri-agentebis-registraciis-sesaxeb-parlamentidan-gaiwvies-275664570.html
კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვიეს
კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვიეს
Sputnik საქართველო
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ამერიკული ვერსია პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, ამიტომ მისი გაწვევა საკმარისი იყო. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T12:08+0400
2023-03-10T12:08+0400
2023-03-10T17:54+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კანონპროექტის ინიციატორმა, საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვია.ხუთშაბათს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ ორი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მმართველმა ძალამ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.„უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორების წერილობითი მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, ამიტომ მისი გამოწვევა საკმარისი იყო. რაც შეეხება კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის დეპუტატებმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდეს.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვიეს
12:08 10.03.2023 (განახლებულია: 17:54 10.03.2023) უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ამერიკული ვერსია პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, ამიტომ მისი გაწვევა საკმარისი იყო.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კანონპროექტის ინიციატორმა, საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვია.
ხუთშაბათს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ ორი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მმართველმა ძალამ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორების წერილობითი მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, ამიტომ მისი გამოწვევა საკმარისი იყო. რაც შეეხება კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის დეპუტატებმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდეს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.