https://sputnik-georgia.com/20230310/ilon-maski-sakutari-qalaqis-agebas-apirebs-275654665.html
ილონ მასკი საკუთარი ქალაქის აგებას აპირებს: ცნობილი გახდა სახელწოდებაც
ილონ მასკი საკუთარი ქალაქის აგებას აპირებს: ცნობილი გახდა სახელწოდებაც
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მილიარდერი ილონ მასკი საკუთარი ქალაქი–უტოპიის აშენებას აპირებს მისი კუთვნილი კომპანიების — Tesla-ს, SpaceX-ისა და Boring-ის... 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T11:04+0400
2023-03-10T11:04+0400
2023-03-10T17:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
აშშ
ილონ მასკი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638355_0:0:2922:1645_1920x0_80_0_0_e926462783a47ec4af2add1932ab21ce.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მილიარდერი ილონ მასკი საკუთარი ქალაქი–უტოპიის აშენებას აპირებს მისი კუთვნილი კომპანიების — Tesla-ს, SpaceX-ისა და Boring-ის თანამშრომლებისთვის, იუწყება The Wall Street Journal.გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის აგება ტეხასის დედაქალაქ ოსტინთან ახლოს, მდინარე კოლორადოს სანაპიროზე იგეგმება. სავარაუდოდ, ის კომპანია Boring-ისა და SpaceX-ის ამჟამად მშენებარე ობიექტების მომიჯნავედ განთავსდება.როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებისთვის სახლების გარდა, ცალკე საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება თავად მასკისთვის.WSJ-ის წყაროს ცნობით, ახალ ქალაქში სახლის იჯარის საფასური 800 დოლარი იქნება. ეს მაშინ, როცა ამჟამად ტეხასის შტატში საცხოვრებლის ერთი თვით დაქირავება დაახლოებით 2200 დოლარი ღირს.ამასთან აღინიშნება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ილონ მასკის კომპანიებთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა და ტოპ-მენეჯერებმა ოსტინის მახლობლად 1400 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები შეიძინეს. ეს ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე თითქმის ოთხჯერ მეტია.არსებული ცნობით, შეძენილ მიწის ნაკვეთებზე უკვე არის მოდულის ტიპის სახლების ჯგუფი, საცურაო აუზი, ღია სპორტული მოედანი და ტრენაჟორებიანი დარბაზი.ცნობილია, რომ მასკმა უკვე მოიფიქრა მომავლის ქალაქის სახელი — მას სნეილბრუკი დაერქმევა.ტეხასის კანონმდებლობით, ქალაქს მინიმუმ 201 მცხოვრები უნდა ჰყავდეს, რათა რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის უფლება მიეცეს და შემდეგ საოლქო მოსამართლის თანხმობა მიიღოს.ამ დროისათვის, შტატის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ბასტროპის ოლქს არანაირი განაცხადი არ აქვს მიღებული არც ილონ მასკისგან და არც მისი რომელიმე ორგანიზაციისგან.წყარო: WSJ
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638355_193:0:2922:2047_1920x0_80_0_0_26fd5a80ac1902c9158f944bc42de7ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მილიარდერი ილონ მასკი საკუთარი ქალაქი–უტოპიის აშენებას აპირებს მისი კუთვნილი კომპანიების — Tesla-ს, SpaceX-ისა და Boring-ის თანამშრომლებისთვის, იუწყება The Wall Street Journal.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის აგება ტეხასის დედაქალაქ ოსტინთან ახლოს, მდინარე კოლორადოს სანაპიროზე იგეგმება. სავარაუდოდ, ის კომპანია Boring-ისა და SpaceX-ის ამჟამად მშენებარე ობიექტების მომიჯნავედ განთავსდება.
როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებისთვის სახლების გარდა, ცალკე საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება თავად მასკისთვის.
WSJ-ის წყაროს ცნობით, ახალ ქალაქში სახლის იჯარის საფასური 800 დოლარი იქნება. ეს მაშინ, როცა ამჟამად ტეხასის შტატში საცხოვრებლის ერთი თვით დაქირავება დაახლოებით 2200 დოლარი ღირს.
ამასთან აღინიშნება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ილონ მასკის კომპანიებთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა და ტოპ-მენეჯერებმა ოსტინის მახლობლად 1400 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები შეიძინეს. ეს ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე თითქმის ოთხჯერ მეტია.
არსებული ცნობით, შეძენილ მიწის ნაკვეთებზე უკვე არის მოდულის ტიპის სახლების ჯგუფი, საცურაო აუზი, ღია სპორტული მოედანი და ტრენაჟორებიანი დარბაზი.
ცნობილია, რომ მასკმა უკვე მოიფიქრა მომავლის ქალაქის სახელი — მას სნეილბრუკი დაერქმევა.
ტეხასის კანონმდებლობით, ქალაქს მინიმუმ 201 მცხოვრები უნდა ჰყავდეს, რათა რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის უფლება მიეცეს და შემდეგ საოლქო მოსამართლის თანხმობა მიიღოს.
ამ დროისათვის, შტატის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ბასტროპის ოლქს არანაირი განაცხადი არ აქვს მიღებული არც ილონ მასკისგან და არც მისი რომელიმე ორგანიზაციისგან.