„112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

© Ministry of Internal Affairs of Georgia "112" -ის შენობა
 112 -ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და ცენტრი მოქალაქეებისგან გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს შეუფერხებლად იღებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო „112"-ში მოქალაქეების ზარები არ შედიოდა. ცენტრმა შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშიც მოიხადა და მოსახლეობას შესთავაზა აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ნომრებით ესარგებლათ.
ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე დღის მანძილზე ინტენსიურად მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0