თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბოლო პირიც გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
აკოფაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურა გირაოს დათანხმდა და 5 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, ადვოკატები კი 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
თავად ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა და პოლიციის მხრიდან ძალადობაზე გააკეთა განცხადება.
პროკურატურა საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს პოლიციის მიერ გადაღებულ კადრებს, რომლებიც ადასტურებს აკოფაშვილის ბრალეულობას.
აკოპაშვილს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0