საეკლესიო კალენდარი: 9 მარტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ეს წმინდანი და რატომ არის მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. იოსებ ფლავიუსის ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
საეკლესიო კალენდარი: 8 მარტი
შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი - ჩამოინგრა.მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად მოსულ ორ ბერს ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ბეწვის ტომარაში ჩადეს და შინისაკენ გამობრუნდნენ. გზად მათ შემოხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ტვირთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს იმასთან ერთად, რაც ხელში ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს, სავანის არქიმანდრიტ მარკელს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულა. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი – კონსტანტინეპოლში.
მასალა მომადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0