https://sputnik-georgia.com/20230309/rustaveli-areulobis-shemdeg-photo-275647808.html
რუსთაველის გამზირი ღამის არეულობის შემდეგ - ფოტო
რუსთაველის გამზირი ღამის არეულობის შემდეგ - ფოტო
Sputnik საქართველო
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ, რათა ქალაქის მთავარი გამზირი გაეწმინდათ ნაგვისგან, აგურებისგან და შუშის ნამსხვრევებისგან. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T21:28+0400
2023-03-09T21:28+0400
2023-03-09T23:23+0400
მულტიმედია
ფოტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629509_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_5e92776a1b441fd7de5071c187d9f25f.jpg
წუხელ პოლიციის სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი ძალისმიერი მეთოდით დაიკავა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს ქვებით, პლასტიკისა და შუშის ბოთლებით და ჯოხებით. პოლიციელებს ასევე ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პეტარდები და ცრემლმდენი გაზის ყუმბარები, რომლებიც სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა.
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      2023
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
        ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629509_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_8e476b66f180055235404a31b1ee65c5.jpg Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      მულტიმედია, ფოტო, фото
რუსთაველის გამზირი ღამის არეულობის შემდეგ - ფოტო 21:28 09.03.2023   (განახლებულია: 23:23 09.03.2023 ) 
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ, რათა ქალაქის მთავარი გამზირი გაეწმინდათ ნაგვისგან, აგურებისგან და შუშის ნამსხვრევებისგან.
წუხელ პოლიციის სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი ძალისმიერი მეთოდით დაიკავა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს ქვებით, პლასტიკისა და შუშის ბოთლებით და ჯოხებით. პოლიციელებს ასევე ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პეტარდები და ცრემლმდენი გაზის ყუმბარები, რომლებიც სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა.
© photo: Sputnik /  Stringer დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ
© photo: Sputnik /  Stringer ღამით პარლამენტთან არეულობა იყო. სპეცრაზმმა გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყო
ღამით პარლამენტთან არეულობა იყო. სპეცრაზმმა გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყო
© photo: Sputnik /  Stringer ქალაქის მეეზოვეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად
ქალაქის მეეზოვეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად
© photo: Sputnik /  Stringer გამზირზე დილიდან სიჩუმე იყო, თუმცა მალე ადგილზე გამოჩნდნენ ქართული ტელეარხების ოპერატორები
გამზირზე დილიდან სიჩუმე იყო, თუმცა მალე ადგილზე გამოჩნდნენ ქართული ტელეარხების ოპერატორები
© photo: Sputnik /  Stringer სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია დატოვა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის კონტროლს განაგრძობენ
სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია დატოვა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის კონტროლს განაგრძობენ
© photo: Sputnik /  Stringer მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელებში უამრავი ნაგავი დარჩა
მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელებში უამრავი ნაგავი დარჩა
© photo: Sputnik /  Stringer ცრემლსადენი გაზის შეტევისას გაქცეული დემონსტრანტები ძირს ყრიდნენ ნიღბებს, ბოთლებსა და ჭიქებს
ცრემლსადენი გაზის შეტევისას გაქცეული დემონსტრანტები ძირს ყრიდნენ ნიღბებს, ბოთლებსა და ჭიქებს
© photo: Sputnik /  Stringer ახლა ეს მიწისქვეშა გადასასვლელებიც დასუფთავდა
ახლა ეს მიწისქვეშა გადასასვლელებიც დასუფთავდა
© photo: Sputnik /  Stringer თუმცა თავდაპირველად დასუფთავება პარლამენტთან დაიწყო
თუმცა თავდაპირველად დასუფთავება პარლამენტთან დაიწყო
© photo: Sputnik /  Stringer ადგილიდან გაიტანეს რკინის კონსტრუქციები, რომლებითაც მომიტინგეები პოლიციასთან დაპირისპირებისას თავს იცავდნენ
ადგილიდან გაიტანეს რკინის კონსტრუქციები, რომლებითაც მომიტინგეები პოლიციასთან დაპირისპირებისას თავს იცავდნენ
© photo: Sputnik /  Stringer ქუჩის სკამების დიდი ნაწილი დამტვრეულია, ვინაიდან აქციის მონაწილეები სკამების დეტალებსაც იყენებდნენ დაძაბულობისას
ქუჩის სკამების დიდი ნაწილი დამტვრეულია, ვინაიდან აქციის მონაწილეები სკამების დეტალებსაც იყენებდნენ დაძაბულობისას
© photo: Sputnik /  Stringer აქციის დაშლას მიმდებარედ დარგული მცენარეებიც შეეწირა
აქციის დაშლას მიმდებარედ დარგული მცენარეებიც შეეწირა
© photo: Sputnik /  Stringer არეულობისას დაზიანდა ელექტროსკუტერებიც
არეულობისას დაზიანდა ელექტროსკუტერებიც
© photo: Sputnik /  Stringer მეეზოვეებს ტერიტორიის დასალაგებლად დიდი დრო და ენერგია დასჭირდათ
მეეზოვეებს ტერიტორიის დასალაგებლად დიდი დრო და ენერგია დასჭირდათ
© photo: Sputnik /  Stringer დაზიანებული მაღაზიების და კერძო კომპანიების თანამშრომლები თავად ალაგებენ საკუთარ დაწესებულებებს
დაზიანებული მაღაზიების და კერძო კომპანიების თანამშრომლები თავად ალაგებენ საკუთარ დაწესებულებებს
© photo: Sputnik /  Stringer ეს მონაკვეთი დასუფთავების შემდეგ გულდასმით მორეცხეს, თუმცა ცრემლსადენი გაზის სუნი კვლავ იგრძნობოდა
ეს მონაკვეთი დასუფთავების შემდეგ გულდასმით მორეცხეს, თუმცა ცრემლსადენი გაზის სუნი კვლავ იგრძნობოდა
© photo: Sputnik /  Stringer ბევრი გამვლელი სახეზე პირბადეს იკეთებდა
ბევრი გამვლელი სახეზე პირბადეს იკეთებდა
© photo: Sputnik /  Stringer დილიდან პარლამენტთან მორიგეობდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ისინი საღამომდე აქ იქნებიან, ვინაიდან ოპოზიციამ ახალი აქცია დააანონსა
დილიდან პარლამენტთან მორიგეობდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ისინი საღამომდე აქ იქნებიან, ვინაიდან ოპოზიციამ ახალი აქცია დააანონსა
© photo: Sputnik /  Stringer ახალი აქციის შემდეგ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ალბათ, კიდევ მოუწევთ აქ დაბრუნება
ახალი აქციის შემდეგ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ალბათ, კიდევ მოუწევთ აქ დაბრუნება
© photo: Sputnik /  Stringer ასეთი აქციების შემდეგ ყოველთვის ბევრი ნარჩენი გროვდება
ასეთი აქციების შემდეგ ყოველთვის ბევრი ნარჩენი გროვდება
© photo: Sputnik /  Stringer თბილისის მეეზოვეებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდებათ წინ, თუმცა მათი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც, მუდმივ დაღლილობასა და თავჩაუხრელ შრომასთან ასოცირდება  
თბილისის მეეზოვეებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდებათ წინ, თუმცა მათი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც, მუდმივ დაღლილობასა და თავჩაუხრელ შრომასთან ასოცირდება