https://sputnik-georgia.com/20230309/parlamenttan-vitareba-kvlav-daizaba-policia-mxutav-airs-iyenebs-275607614.html
პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა: პოლიცია მხუთავ აირს იყენებს
პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა: პოლიცია მხუთავ აირს იყენებს
Sputnik საქართველო
შეტაკებები პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის 18:00 საათიდან გრძელდება. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T02:01+0400
2023-03-09T02:01+0400
2023-03-09T02:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602580_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4b6637395915eb59e022c2d9970cc460.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს იყენებენ.რუსთაველის გამზირზე გაშვებული მხუთავი აირის გამო ხილვადობა ძალიან შეზღუდულია. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს. აქციაზე გამოჩნა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოკტეილებს და სხვადასხვა საგნებს ესვრიან. დღეს ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები უკვე მერამდენედ გამოიყენეს. დაშავებულები არიან როგორც მომიტინგეები, ისე სამართალდამცველები. დღეს შეტაკებები პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის 18:00 საათიდან გრძელდება.აქციის მონაწილეები „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.პროტესტის მიზეზიმმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602580_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_19d6f4a227246fdd275d0ea29e1fbb5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა: პოლიცია მხუთავ აირს იყენებს
02:01 09.03.2023 (განახლებულია: 02:12 09.03.2023) შეტაკებები პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის 18:00 საათიდან გრძელდება.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს იყენებენ.
რუსთაველის გამზირზე გაშვებული მხუთავი აირის გამო ხილვადობა ძალიან შეზღუდულია. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს. აქციაზე გამოჩნა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოკტეილებს და სხვადასხვა საგნებს ესვრიან.
დღეს ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები უკვე მერამდენედ გამოიყენეს. დაშავებულები არიან როგორც მომიტინგეები, ისე სამართალდამცველები. დღეს შეტაკებები პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის 18:00 საათიდან გრძელდება.
აქციის მონაწილეები „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.