https://sputnik-georgia.com/20230309/iaponelma-mecnierebma-ertnairsqsian-wyvilebs-saerto-biloguri-svilis-yolis-sansi-gauzardes-275628262.html
გარღვევა მედიცინაში: ერთნაირსქესიანი წყვილები საერთო ბიოლოგიური შვილის გაჩენას შეძლებენ
გარღვევა მედიცინაში: ერთნაირსქესიანი წყვილები საერთო ბიოლოგიური შვილის გაჩენას შეძლებენ
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა ორი მამალი თაგვისგან შთამომავლობის მიღება შეძლეს, რაც გამრავლების რადიკალურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T16:22+0400
2023-03-09T16:22+0400
2023-03-09T21:42+0400
მსოფლიო და მეცნიერება
მსოფლიო დღეს
მეცნიერული კვლევები
იაპონია
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252142295_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bbc4f06cfec9c6cca892b731fe13d507.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა ორი მამალი თაგვისგან შთამომავლობის მიღება შეძლეს, რაც გამრავლების რადიკალურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის, იუწყება გაზეთი The Guardian.გამოცემის ცნობით, მომავალში ეს შეიძლება ექიმებს უნაყოფობის მძიმე ფორმების მკურნალობაში დაეხმაროს, ხოლო ერთნაირსქესიან წყვილებს — საერთო ბიოლოგიური შვილების გაჩენაში.მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც კაცუჰიკო ჰაიაში ხელმძღვანელობდა, კანის უჯრედი, რომელიც მამრობით ქრომოსომა XY-ის კომბინაციას ატარებს, მდედრობით ვერსია XX-ად გადააკეთეს. ამის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედები სპერმატოზოიდებით გაანაყოფიერეს და დაახლოებით 600 ემბრიონი გამოზარდეს, რომლებიც შემდეგ თაგვებს გადაუნერგეს.ექსპერიმენტის შედეგად შვიდი ცოცხალი თაგვი დაიბადა. უჩვეულო გზით გაჩენილი ჯანმრთელი მღრღნელები ნორმალურად გაიზარდნენ და ზრდასრულ ასაკში შთამომავლობაც ეყოლათ.ახლა მეცნიერები ცდილობენ ეს მიღწევა ადამიანის უჯრედებზე გაიმეორონ.ჰაიაშის ვარაუდით, ტექნოლოგია ათ წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. ის აქვე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ საზოგადოებრივი საკითხიცაა.როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამანდერ კლარკი ამბობს, ექსპერიმენტის შედეგების ადამიანის უჯრედებზე გამოცდა „უზარმაზარი ნახტომი იქნება, ვინაიდან მეცნიერებს ჯერ კიდევ წინ აქვთ ლაბორატორიულ პირობებში ქალის უჯრედებიდან კვერცხუჯრედების შექმნა“.საქმე ისაა, რომ აღნიშნული მეთოდი ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული იმ ქალების სამკურნალოდ, რომლებსაც უნაყოფობის მძიმე ფორმები, მათ შორის, ტერნერის სინდრომი აქვთ. ჰაიაშის თქმით, მათი კვლევის უმთავრესი მოტივაციაც სწორედ ეს იყო.წყარო: The Guardian
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252142295_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a75a317fceebffb08832ec78bb06069c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო და მეცნიერება, მეცნიერული კვლევები, იაპონია , ახალი ამბები
მსოფლიო და მეცნიერება, მეცნიერული კვლევები, იაპონია , ახალი ამბები
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა ორი მამალი თაგვისგან შთამომავლობის მიღება შეძლეს, რაც გამრავლების რადიკალურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის, იუწყება გაზეთი The Guardian.
გამოცემის ცნობით, მომავალში ეს შეიძლება ექიმებს უნაყოფობის მძიმე ფორმების მკურნალობაში დაეხმაროს, ხოლო ერთნაირსქესიან წყვილებს — საერთო ბიოლოგიური შვილების გაჩენაში.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც კაცუჰიკო ჰაიაში ხელმძღვანელობდა, კანის უჯრედი, რომელიც მამრობით ქრომოსომა XY-ის კომბინაციას ატარებს, მდედრობით ვერსია XX-ად გადააკეთეს. ამის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედები სპერმატოზოიდებით გაანაყოფიერეს და დაახლოებით 600 ემბრიონი გამოზარდეს, რომლებიც შემდეგ თაგვებს გადაუნერგეს.
ექსპერიმენტის შედეგად შვიდი ცოცხალი თაგვი დაიბადა. უჩვეულო გზით გაჩენილი ჯანმრთელი მღრღნელები ნორმალურად გაიზარდნენ და ზრდასრულ ასაკში შთამომავლობაც ეყოლათ.
ახლა მეცნიერები ცდილობენ ეს მიღწევა ადამიანის უჯრედებზე გაიმეორონ.
ჰაიაშის ვარაუდით, ტექნოლოგია ათ წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. ის აქვე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ საზოგადოებრივი საკითხიცაა.
როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამანდერ კლარკი ამბობს, ექსპერიმენტის შედეგების ადამიანის უჯრედებზე გამოცდა „უზარმაზარი ნახტომი იქნება, ვინაიდან მეცნიერებს ჯერ კიდევ წინ აქვთ ლაბორატორიულ პირობებში ქალის უჯრედებიდან კვერცხუჯრედების შექმნა“.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული მეთოდი ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული იმ ქალების სამკურნალოდ, რომლებსაც უნაყოფობის მძიმე ფორმები, მათ შორის, ტერნერის სინდრომი აქვთ. ჰაიაშის თქმით, მათი კვლევის უმთავრესი მოტივაციაც სწორედ ეს იყო.