https://sputnik-georgia.com/20230309/gadaameta-tu-ara-uflebamosileba-policiam-sagamoziebo-samsaxuri-faqtebs-sheiswavlis-275624291.html
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური 22 ფაქტს შეისწავლის
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური 22 ფაქტს შეისწავლის
როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T15:30+0400
2023-03-09T15:30+0400
2023-03-09T21:03+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602626_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2a36466810457132aaadade6c884d98d.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანებების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 22 შეტყობინება შევიდა.უწყების ცნობით, შეტყობინებები მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან შევიდა.როგორც უწყებაში განმარტეს, სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს.ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. დღეს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602626_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_abf990ca052164c0c5bb2ab02114684f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური 22 ფაქტს შეისწავლის
15:30 09.03.2023 (განახლებულია: 21:03 09.03.2023) როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანებების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 22 შეტყობინება შევიდა.
უწყების ცნობით, შეტყობინებები მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან შევიდა.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. დღეს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა.