https://sputnik-georgia.com/20230309/erovnuli-galareis-eqsponatebi-sacavebsi-gadaitanes-275640979.html
ეროვნული გალერეის ექსპონატები საპროტესტო აქციების გამო საცავებში გადაიტანეს
ეროვნული გალერეის ექსპონატები საპროტესტო აქციების გამო საცავებში გადაიტანეს
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმისგან იმალებოდნენ, მუზეუმის შენობაში შეიჭრნენ. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T18:54+0400
2023-03-09T18:54+0400
2023-03-09T22:29+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/56/233145619_337:0:2751:1358_1920x0_80_0_0_f56b2466f2a2ab0b5c493373245dba45.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ექსპონატები დროებით საცავებშია გადატანილი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული გალერეის განცხადებაში.გუშინ რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერეაში შეიჭრნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმს ემალებოდნენ. ისინი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.გალერეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებმა შეამტვრიეს კარი და გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი დაიკავეს, სადაც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი.შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.„ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ“, – აღნიშნეს მუზეუმში.ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 133 ადამიანი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/56/233145619_639:0:2450:1358_1920x0_80_0_0_e80aa71758160810c6e1da8d7d5a5116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
ეროვნული გალერეის ექსპონატები საპროტესტო აქციების გამო საცავებში გადაიტანეს
18:54 09.03.2023 (განახლებულია: 22:29 09.03.2023) საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმისგან იმალებოდნენ, მუზეუმის შენობაში შეიჭრნენ.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ექსპონატები დროებით საცავებშია გადატანილი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული გალერეის განცხადებაში.
გუშინ რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერეაში შეიჭრნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმს ემალებოდნენ. ისინი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
გალერეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებმა შეამტვრიეს კარი და გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი დაიკავეს, სადაც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი.
„საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.
„ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ“, – აღნიშნეს მუზეუმში.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 133 ადამიანი.