https://sputnik-georgia.com/20230309/9-marts-dabadebulebi8-zodiaqo-daxasiateba-275574914.html
9 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
9 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 9 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T00:15+0400
2023-03-09T00:15+0400
2023-03-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/04/246690432_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_448f65f55acb55e6ffef87bb4bd09789.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 მარტი1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.9 მარტს დაბადებულები9 მარტს ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მქონე ადამიანები იბადებიან, ისინი დამოუკიდებელი, ხისტი, აგრესიული და ჯიუტი არიან. მათ ცხოვრებას მთლიანად ბავშვობა განსაზღვრავს, რომელიც რთული და წინააღმდეგობებით სავსე აქვთ. ამ დღეს დაბადებულებს შესწევთ საიმისო ძალა, რომ ყველაფერი გამოასწორონ, ამისთვის მათ განვითარების გზა უნდა აირჩიონ.მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>9 მარტს დაბადებულები უზარმაზარ პრინციპულობასა და ჟინს იჩენენ, ენთუზიაზმით სწავლობენ გარე სამყაროს, აანალიზებენ მას, გამოაქვთ დასკვნები – მთლიანად ამ პროცესს ეძლევიან ფიზიკურად, გონების მხრივ, სულიერად და ემოციურადაც. ვერ ისვენებენ, სანამ მოვლენას მთლიანად არ შეისწავლიან, სანამ მის არსს არ ჩასწვდებიან. მათთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრიობას, მიუღებელია მლიქვნელობა, ავტორიტარიზმი. ბუნებით ალტრუისტები არიან და ძალ–ღონეს არ იშურებენ ღარიბების, სუსტების, დაჩაგრულების დასახმარებლად.ამ დღეს დაბადებულებს უხვად აქვთ პირადი მაგნეტიზმი, ფსიქოლოგიური უნარები, ამიტომ ხშირად ინტუიციას ენდობიან და იშვიათად ცდებიან. მათი გონებრივი შესაძლებლობები ეჭვს არ იწვევს, თუმცა სწორ გზაზე ისინი სწორედ ინტუიციას გაჰყავს. 9 მარტს დაბადებულებს საოცარი უნარი აქვთ, პერსპექტიული თვალსაზრისი წარმოადგინონ, ისეთი ვარიანტი, რომელიც მანამდე არავის განუხილავს, აქედან გამომდინარე, მათგან კარგი კონსულტანტები დგებიან.ამ ადამიანებში ერთმანეთს ეწინააღმდეგება ხასიათის პედანტური თვისებები –დაგეგმვა, ვალდებულება, წესრიგი – და სწრაფვა პირადი თავისუფლებისკენ, მოგზაურობის ან ოცნებებში ფრენისკენ. თუ პასუხისმგებლობას აირჩევენ, რომელშიც შედის მტკიცე ოჯახი, მდგომარეობა საზოგადოებაში, კარგი სამსახური, შინაგან დისკომფორტს განიცდიან. ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა მათ ძვირი – ძირითადად, ნერვული სისტემის გამოფიტვად უჯდებათ. მათ სჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის, რომ თავიანთი ავანტიურული ნიშნები გამოავლინონ. მათთვის ჩვეულია სამუშაოს, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა, რადგან არ ჰყოფნით ცვლილებები, მოძრაობა, მრავალფეროვნება. ადამიანებთან ურთიერთობებისას გაურბიან ხანგრძლივ და მტკიცე კავშირებს. მათთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მხარდაჭერა. პარტნიორის შერჩევისას კარგად დაფიქრება მართებთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული მათი ბედნიერება.ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>ჯანმრთელობა9 მარტს დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს სტრესი. მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ვითარების ხშირი ცვლა – ბუნება, სუფთა ჰაერი, დიეტა, ფიზიკური აქტივობა და დასვენება.რჩევა:შეიცანით საკუთარი თავი; განსაზღვრეთ თქვენი მიზნები. ურთიერთობებში დგება მომენტები, როცა უნდა დაუთმოთ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ. შეიგრძენით თქვენი შინაგანი მაგნეტიზმი. არ შეგეშინდეთ, როცა სხვებზე შორს და სხვა მხარეს მიდიხართ – ამას გარშემომყოფები სწორად გაგიგებენ.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20230307/zodiaqos-nisnebi-cxovrebis-mtavari-azri-275531073.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/04/246690432_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3046e96cc5cf883a037e51d3dd2207ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
9 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 9 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
9 მარტს ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მქონე ადამიანები იბადებიან, ისინი დამოუკიდებელი, ხისტი, აგრესიული და ჯიუტი არიან. მათ ცხოვრებას მთლიანად ბავშვობა განსაზღვრავს, რომელიც რთული და წინააღმდეგობებით სავსე აქვთ. ამ დღეს დაბადებულებს შესწევთ საიმისო ძალა, რომ ყველაფერი გამოასწორონ, ამისთვის მათ განვითარების გზა უნდა აირჩიონ.
9 მარტს დაბადებულები უზარმაზარ პრინციპულობასა და ჟინს იჩენენ, ენთუზიაზმით სწავლობენ გარე სამყაროს, აანალიზებენ მას, გამოაქვთ დასკვნები – მთლიანად ამ პროცესს ეძლევიან ფიზიკურად, გონების მხრივ, სულიერად და ემოციურადაც. ვერ ისვენებენ, სანამ მოვლენას მთლიანად არ შეისწავლიან, სანამ მის არსს არ ჩასწვდებიან. მათთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრიობას, მიუღებელია მლიქვნელობა, ავტორიტარიზმი. ბუნებით ალტრუისტები არიან და ძალ–ღონეს არ იშურებენ ღარიბების, სუსტების, დაჩაგრულების დასახმარებლად.
ამ დღეს დაბადებულებს უხვად აქვთ პირადი მაგნეტიზმი, ფსიქოლოგიური უნარები, ამიტომ ხშირად ინტუიციას ენდობიან და იშვიათად ცდებიან. მათი გონებრივი შესაძლებლობები ეჭვს არ იწვევს, თუმცა სწორ გზაზე ისინი სწორედ ინტუიციას გაჰყავს. 9 მარტს დაბადებულებს საოცარი უნარი აქვთ, პერსპექტიული თვალსაზრისი წარმოადგინონ, ისეთი ვარიანტი, რომელიც მანამდე არავის განუხილავს, აქედან გამომდინარე, მათგან კარგი კონსულტანტები დგებიან.
ამ ადამიანებში ერთმანეთს ეწინააღმდეგება ხასიათის პედანტური თვისებები –დაგეგმვა, ვალდებულება, წესრიგი – და სწრაფვა პირადი თავისუფლებისკენ, მოგზაურობის ან ოცნებებში ფრენისკენ. თუ პასუხისმგებლობას აირჩევენ, რომელშიც შედის მტკიცე ოჯახი, მდგომარეობა საზოგადოებაში, კარგი სამსახური, შინაგან დისკომფორტს განიცდიან. ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა მათ ძვირი – ძირითადად, ნერვული სისტემის გამოფიტვად უჯდებათ.
მათ სჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის, რომ თავიანთი ავანტიურული ნიშნები გამოავლინონ. მათთვის ჩვეულია სამუშაოს, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა, რადგან არ ჰყოფნით ცვლილებები, მოძრაობა, მრავალფეროვნება. ადამიანებთან ურთიერთობებისას გაურბიან ხანგრძლივ და მტკიცე კავშირებს. მათთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მხარდაჭერა. პარტნიორის შერჩევისას კარგად დაფიქრება მართებთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული მათი ბედნიერება.
9 მარტს დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს სტრესი. მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ვითარების ხშირი ცვლა – ბუნება, სუფთა ჰაერი, დიეტა, ფიზიკური აქტივობა და დასვენება.
შეიცანით საკუთარი თავი; განსაზღვრეთ თქვენი მიზნები. ურთიერთობებში დგება მომენტები, როცა უნდა დაუთმოთ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ. შეიგრძენით თქვენი შინაგანი მაგნეტიზმი. არ შეგეშინდეთ, როცა სხვებზე შორს და სხვა მხარეს მიდიხართ – ამას გარშემომყოფები სწორად გაგიგებენ.