https://sputnik-georgia.com/20230309/----133---275611599.html
ვნებათაღელვა თბილისში: პოლიციამ აქციებზე 133 პირი დააკავა
ვნებათაღელვა თბილისში: პოლიციამ აქციებზე 133 პირი დააკავა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ 133 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T09:29+0400
2023-03-09T09:29+0400
2023-03-09T17:22+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602604_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f4cf008ee775f417246ac747b89aa78e.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ 133 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, აქციის მეორე დღეს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავეს. ამავე მუხლებით პირველ დღეს ასევე 66 პირი დააკავეს, კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.დემონსტრანტების ძალადობრივი ქმედებების შედეგად შსს-ს 10-მდე თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ნათქვამია განცხადებაში.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7 და 8 მარტს აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.8 მარტს აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა და პროტესტმაც აგრესიული ხასიათი მიიღო: დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტს, ჩაამსხვრიეს შენობის პირველი სართულის მინები, მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს ავტომობილი, სანაგვე ურნები და პოლიციის მიმართულებით ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები". ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602604_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_c3f4155b7663c6f148c0ea2d3f4ddb3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ 133 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აქციის მეორე დღეს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავეს. ამავე მუხლებით პირველ დღეს ასევე 66 პირი დააკავეს, კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
დემონსტრანტების ძალადობრივი ქმედებების შედეგად შსს-ს 10-მდე თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ნათქვამია განცხადებაში.
„მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7 და 8 მარტს აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
8 მარტს აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა და პროტესტმაც აგრესიული ხასიათი მიიღო: დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტს, ჩაამსხვრიეს შენობის პირველი სართულის მინები, მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს ავტომობილი, სანაგვე ურნები და პოლიციის მიმართულებით ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები". ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.