https://sputnik-georgia.com/20230309/--------275612357.html
სროლა თბილისში - დაკავებულს ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად
სროლა თბილისში - დაკავებულს ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T11:45+0400
2023-03-09T11:45+0400
2023-03-09T18:48+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_4456185d3f8b2933fbfda80a952fa27c.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბიზნეს-ცენტი „დელისის" ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.საქართველოს პროკურატურამ „ბიზნეს-ცენტრი „დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.გამოძიების ცნობით, 6 მარტს ბიზნეს-ცენტრის ეზოში ყოფნისას ბრალდებულმა რამდენჯერმე გაისროლა ცენტრის დირექტორისა და მისი დაცვის წევრის მიმართულებით.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო, ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის დღესვე დააკავა.მას ბრალდება სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1162:872_1920x0_80_0_0_5c097095ec484a073549c82f0cc811ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სროლა თბილისში - დაკავებულს ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად
11:45 09.03.2023 (განახლებულია: 18:48 09.03.2023) პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბიზნეს-ცენტი „დელისის" ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება,
ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ „ბიზნეს-ცენტრი „დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, 6 მარტს ბიზნეს-ცენტრის ეზოში ყოფნისას ბრალდებულმა რამდენჯერმე გაისროლა ცენტრის დირექტორისა და მისი დაცვის წევრის მიმართულებით.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო, ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის დღესვე დააკავა.
მას ბრალდება სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.