სპეცრაზმმა მხუთავი აირი გამოიყენა: სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს

© AFP 2024აქციის დაშლა
აქციის დაშლა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების აგრესიული ქმედებების საპასუხოდ პოლიციის თანამშრომლებმა სპეცსაშუალებები გამოიყენეს.
საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალები და საპატრულო პოლიცია.
ვითარება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ განთავსებული ბარიერები მოხსნეს და პოლიციის მიმართულებით ბოთლებისა და კვერცხების სროლა დაიწყეს.
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამ დროისთვის ე.წ. რობოკოპებმა მხუთავი აირის, წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაათავისუფლეს როგორც პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, ასევე რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორია.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქციის მონაწილეები „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0