https://sputnik-georgia.com/20230309/----------275609566.html
დამწვარი ავტომობილი და დამტვრეული ძელსკამები - აქცია თბილისში გრძელდება
დამწვარი ავტომობილი და დამტვრეული ძელსკამები - აქცია თბილისში გრძელდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება, ავტომობილი იწვის, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის იმპროვიზებული... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T05:50+0400
2023-03-09T05:50+0400
2023-03-09T07:12+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602516_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_bf4a94530111dbf6a1767f6ec1ef1081.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება, ავტომობილი იწვის, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის იმპროვიზებული ბარიკადებია აღმართული.მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ გადაინაცვლეს, სპეცრაზმი კი პარლამენტის შენობასთან არის მობილიზებული. მათ ერთმანეთისგან მომიტინგეების მიერ ძელსკამებისგან, სანაგვე ურნებისა და ავტომობილისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერი ყოფს. აქციის მონაწილეებმა ავტომობილი დაწვეს. ცეცხლი უკვე გავრცელდა მიმდებარე ნაგვის ურნებზე. მომიტინგეებმა ასევე დააზიანეს პირველი გიმნაზიის შენობასთან არსებული ავტობუსის გაჩერება.აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართაც აგრესიულები არიან. ექვს საათზე მეტია აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით პერიოდულად ისვრიან საღებავებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს.საპასუხოდ პოლიცია პერიოდულად იყენებს სპეცსაშუალებებს - ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275602516_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7db96e9907e8a9dd273064e9775a71d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
დამწვარი ავტომობილი და დამტვრეული ძელსკამები - აქცია თბილისში გრძელდება
05:50 09.03.2023 (განახლებულია: 07:12 09.03.2023) თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება, ავტომობილი იწვის, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის იმპროვიზებული ბარიკადებია აღმართული.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ გადაინაცვლეს, სპეცრაზმი კი პარლამენტის შენობასთან არის მობილიზებული. მათ ერთმანეთისგან მომიტინგეების მიერ ძელსკამებისგან, სანაგვე ურნებისა და ავტომობილისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერი ყოფს.
აქციის მონაწილეებმა ავტომობილი დაწვეს. ცეცხლი უკვე გავრცელდა მიმდებარე ნაგვის ურნებზე. მომიტინგეებმა ასევე დააზიანეს პირველი გიმნაზიის შენობასთან არსებული ავტობუსის გაჩერება.
აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართაც აგრესიულები არიან. ექვს საათზე მეტია აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით პერიოდულად ისვრიან საღებავებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს.საპასუხოდ პოლიცია პერიოდულად იყენებს სპეცსაშუალებებს - ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება.