https://sputnik-georgia.com/20230308/zalovanebma-parlamentis-win-teritoria-mtlianad-daikaves-275564514.html
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის წინ ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის წინ ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
Sputnik საქართველო
პოლიცია აკავებს ცალკეულ მომიტინგეებს, რომლებიც კორდონს წინ ეღობებიან 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T02:13+0400
2023-03-08T02:13+0400
2023-03-08T02:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563726_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3b2011f9c6bc662fe28d27b265a7f2f3.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სრულად აკონტროლებენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას.საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და საპატრულო პოლიცია.აქციის მონაწილეები მიმდებარე ქუჩებსა და ქაშვეთის ტაძარს აფარებენ თავს.პოლიცია აკავებს ცალკეულ მომიტინგეებს, რომლებიც კორდონს გზაზე ეღობებიან.მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი ნივთიერებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563726_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4edb1c9f5ce2add70b8b702e2aedc573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის წინ ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
პოლიცია აკავებს ცალკეულ მომიტინგეებს, რომლებიც კორდონს წინ ეღობებიან
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სრულად აკონტროლებენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას.
საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.
ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეები მიმდებარე ქუჩებსა და ქაშვეთის ტაძარს აფარებენ თავს.
პოლიცია აკავებს ცალკეულ მომიტინგეებს, რომლებიც კორდონს გზაზე ეღობებიან.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი ნივთიერებები.