https://sputnik-georgia.com/20230308/tbilisis-elmavalmsenebeli-qarxana-auqcionze-gaitanes-275565992.html
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე იყიდება
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე იყიდება
ქარხნის ძირითად მესაკუთრეს კომპანია „ლოკოტრანსი” (87%) წარმოადენს, 12,8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T09:47+0400
2023-03-08T09:47+0400
2023-03-08T17:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23147/37/231473719_0:30:1500:874_1920x0_80_0_0_c6554dce44c69f23b8f19a94814799b5.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ელმავალმშენებელი ქარხნის აქტივები აუქციონზე გაიტანეს – საწყისი ფასი 48,8 მლნ ლარია, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ელექტრონული აუქციონი 9 მარტს დასრულდება.აუქციონზე ჯამში 21 ჰექტარი ფართობის მქონე უძრავი ქონება და აქტივები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. საწარმო განთავსებულია ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება.ქარხნის ძირითად მესაკუთრეს რუსული კომპანია „ლოკოტრანსი” (87%) წარმოადენს, 12,8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.ელმავალმშენებელი ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია არ იყო მუშა მდგომარეობაში. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლით დათარიღებული ბოლო ფინანსური ანგარიშით კომპანიის შემოსავალმა 2,5 მლნ ლარი, ზარალმა კი 27 მლნ ლარი შეადგინა.გარდა ამისა, კომპანიას აქვს „საქართველოს ბანკის" დავალიანება 15 მლნ ლარის ოდენობით და კიდევ 20 მლნ ლარი სხვა კრედიტორების მიმართ.თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც 1939 დაარსდა – როგორც ლოკომოტივშემკეთებელი ქარხანა. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23147/37/231473719_52:0:1449:1048_1920x0_80_0_0_5469c6ee0ab2510ae2519d0985fea8c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე იყიდება
09:47 08.03.2023 (განახლებულია: 17:51 08.03.2023) ქარხნის ძირითად მესაკუთრეს კომპანია „ლოკოტრანსი” (87%) წარმოადენს, 12,8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ელმავალმშენებელი ქარხნის აქტივები აუქციონზე გაიტანეს – საწყისი ფასი 48,8 მლნ ლარია, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ელექტრონული აუქციონი 9 მარტს დასრულდება.
აუქციონზე ჯამში 21 ჰექტარი ფართობის მქონე უძრავი ქონება და აქტივები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. საწარმო განთავსებულია ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება.
ქარხნის ძირითად მესაკუთრეს რუსული კომპანია „ლოკოტრანსი” (87%) წარმოადენს, 12,8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს კომპანიის წარმომადგენლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე უარი უთხრა, რასაც მალევე აქტივებზე ყადაღის მოხსნა და შენობა-ნაგებობების ელექტრონულ აუქციონზე გატანა მოჰყვა.
ელმავალმშენებელი ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია არ იყო მუშა მდგომარეობაში. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლით დათარიღებული ბოლო ფინანსური ანგარიშით კომპანიის შემოსავალმა 2,5 მლნ ლარი, ზარალმა კი 27 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, კომპანიას აქვს „საქართველოს ბანკის" დავალიანება 15 მლნ ლარის ოდენობით და კიდევ 20 მლნ ლარი სხვა კრედიტორების მიმართ.
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც 1939 დაარსდა – როგორც ლოკომოტივშემკეთებელი ქარხანა. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა.