https://sputnik-georgia.com/20230308/ratom-unda-gveketos-sazile-nirabi-mecnierta-daskvna-275586374.html
რატომ უნდა გვეკეთოს საძილე ნიღაბი ღამით: მეცნიერთა დასკვნა
რატომ უნდა გვეკეთოს საძილე ნიღაბი ღამით: მეცნიერთა დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ღამით საძილე ნიღბის გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას მთელი მომდევნო დღის განმავლობაში, აცხადებს ამერიკელ, ბრიტანელ... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T16:42+0400
2023-03-08T16:42+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275586200_771:578:3071:1872_1920x0_80_0_0_15191176b1448a55135027197b80cb61.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ღამით საძილე ნიღბის გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას მთელი მომდევნო დღის განმავლობაში, აცხადებს ამერიკელ, ბრიტანელ და იტალიელ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი კვლევაზე დაყრდნობით.მათი ნაშრომი ოქსფორდის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალშია გამოქვეყნებული.გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 122 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან არცერთს არ ჰქონდა მავნე ჩვევები. ექსპერიმენტის პირობების თანახმად, კვლევის პერიოდში მათ აეკრძალათ ალკოჰოლური სასმელებისა და კოფეინის მიღება, ასევე დღისით ძილი.მეცნიერებმა ექსპერიმენტი ორ ეტაპად დაყვეს. პირველ ეტაპში 18-დან 35 წლამდე ასაკის 89 პირი მონაწილეობდა. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ყოველღამ იკეთებდნენ საძილე ნიღაბს, მომდევნო ერთი კვირა კი უნიღბოდ იძინებდნენ.მეორე ეტაპში იგივე ასაკის 33 ადამიანი მონაწილეობდა. მათ რამდენიმე ღამე ეძინათ თვალებზე საძილე ნიღბით, რა დროსაც სპეციალური ხელსაწყოები ჰქონდათ მიერთებული სინათლის ინტენსივობისა და ტვინის აქტიურობის გასაზომად.მკვლევარები ორივე ეტაპზე ყოველდღე ამოწმებდნენ საცდელი პირების კონცენტრაციისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს, რაც მეხსიერებაზე ახდენს გავლენას.შედეგად აღმოჩნდა, რომ ნიღბით ძილის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწლეები უფრო სწრაფად იმახსოვრებდნენ ახალ ინფორმაციას და ბევრად კონცენტრირებულებიც იყვნენ. ამასთან მთელი დღის განმავლობაში მხნედ გრძნობდნენ თავს.კვლევის ავტორების ვარაუდით, ეს შედეგი იმითაა გამოწვეული, რომ ნიღაბი სინათლეს ბლოკავდა და ამით ექსპერიმენტის მონაწილეებს ძილის დროს გამღიზიანებლებისგან იცავდა. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ღრმა და მოსვენებულ ძილს განაპირობებდა.ამასთან დადგინდა ისიც, რომ საძილე ნიღაბი ზრდის ნელი ძილის ფაზას, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.ნაშრომის ავტორების დასკვნით, ისეთი მარტივი, ეკონომიური და არაინვაზიური მანიპულაცია, როგორიცაა ღამით საძილე ნიღბის გაკეთება, მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275586200_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_198b269d4f59dfd613f3fd5ec91700a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ღამით საძილე ნიღბის გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას მთელი მომდევნო დღის განმავლობაში, აცხადებს ამერიკელ, ბრიტანელ და იტალიელ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი კვლევაზე დაყრდნობით.
მათი ნაშრომი ოქსფორდის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალშია
გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 122 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან არცერთს არ ჰქონდა მავნე ჩვევები. ექსპერიმენტის პირობების თანახმად, კვლევის პერიოდში მათ აეკრძალათ ალკოჰოლური სასმელებისა და კოფეინის მიღება, ასევე დღისით ძილი.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ორ ეტაპად დაყვეს. პირველ ეტაპში 18-დან 35 წლამდე ასაკის 89 პირი მონაწილეობდა. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ყოველღამ იკეთებდნენ საძილე ნიღაბს, მომდევნო ერთი კვირა კი უნიღბოდ იძინებდნენ.
მეორე ეტაპში იგივე ასაკის 33 ადამიანი მონაწილეობდა. მათ რამდენიმე ღამე ეძინათ თვალებზე საძილე ნიღბით, რა დროსაც სპეციალური ხელსაწყოები ჰქონდათ მიერთებული სინათლის ინტენსივობისა და ტვინის აქტიურობის გასაზომად.
მკვლევარები ორივე ეტაპზე ყოველდღე ამოწმებდნენ საცდელი პირების კონცენტრაციისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს, რაც მეხსიერებაზე ახდენს გავლენას.
შედეგად აღმოჩნდა, რომ ნიღბით ძილის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწლეები უფრო სწრაფად იმახსოვრებდნენ ახალ ინფორმაციას და ბევრად კონცენტრირებულებიც იყვნენ. ამასთან მთელი დღის განმავლობაში მხნედ გრძნობდნენ თავს.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ეს შედეგი იმითაა გამოწვეული, რომ ნიღაბი სინათლეს ბლოკავდა და ამით ექსპერიმენტის მონაწილეებს ძილის დროს გამღიზიანებლებისგან იცავდა. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ღრმა და მოსვენებულ ძილს განაპირობებდა.
ამასთან დადგინდა ისიც, რომ საძილე ნიღაბი ზრდის ნელი ძილის ფაზას, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ნაშრომის ავტორების დასკვნით, ისეთი მარტივი, ეკონომიური და არაინვაზიური მანიპულაცია, როგორიცაა ღამით საძილე ნიღბის გაკეთება, მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის.