თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონს ქალები აპროტესტებენ - ვიდეო

გამოწერა
8 მარტს თბილისის ქუჩებში ქალების მარში გაიმართა, რომლებიც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მათ რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ჩაიარეს პარლამენტამდე, სადაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
პარლამენტის შენობასთან სიტუაცია გუშინ, საღამოს დაიძაბა. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტის შენობას და პროტესტს ასე გამოხატავდნენ.
პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უყარეს კანონს უცხოური აგენტების შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13. ამის შემდეგ პარლამენტთან არეულობა დაიწყო, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0