https://sputnik-georgia.com/20230308/----------275562546.html
ნედ პრაისი: ეს კანონპროექტი იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის
ნედ პრაისი: ეს კანონპროექტი იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოში პროტესტების ჩახშობაზე პასუხისმგებელნი, შესაძლოა, დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T01:10+0400
2023-03-08T01:10+0400
2023-03-08T09:16+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_0828c2b3990427e27162078a04bbd13f.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოში პროტესტების ჩახშობაზე პასუხისმგებელნი, შესაძლოა, დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მოქალაქეებს მშვიდობიანი გზით გამოხატონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი.„მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნიათ", - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე სიტუაციას აკვირდება. „აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას", - დასძინა პრაისმა.როგორც პრაისმა აღნიშნა, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონსა და თბილისს შორის პარტნიორობას.პროტესტის მიზეზიმმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_966bf62641c8cd9f1031ae5ff26bbd6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა
საქართველო, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოში პროტესტების ჩახშობაზე პასუხისმგებელნი, შესაძლოა, დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა დავაყენოთ, რომელიც საყოველთაო ადამიანის უფლებებს ხელყოფს“, - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მოქალაქეებს მშვიდობიანი გზით გამოხატონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი.
„მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნიათ", - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე სიტუაციას აკვირდება. „აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას", - დასძინა პრაისმა.
როგორც პრაისმა აღნიშნა, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონსა და თბილისს შორის პარტნიორობას.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.