https://sputnik-georgia.com/20230307/vis-ekrzaleba-mineraluri-wyali-275526667.html
იკრძალება კატეგორიულად: ვისთვის არ შეიძლება მინერალური წყლის სმა
იკრძალება კატეგორიულად: ვისთვის არ შეიძლება მინერალური წყლის სმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მინერალური წყალი ყოველთვის არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ვინაიდან თუ წყალი მაღალი მინერალიზაციისაა, მისმა რეგულარულად მიღებამ... 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T15:23+0400
2023-03-07T15:23+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/10/247331033_0:185:1920:1265_1920x0_80_0_0_7eb6f86c33336e4b8baac59c3debc51a.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მინერალური წყალი ყოველთვის არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ვინაიდან თუ წყალი მაღალი მინერალიზაციისაა, მისმა რეგულარულად მიღებამ შესაძლოა ზოგი დაავადების განვითარების პროცესი დააჩქაროს, აცხადებენ ექიმები.მათი თქმით, ასეთი წყალი ადამიანმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. საქმე ისაა, რომ სამკურნალო მინერალურ წყალში გარკვეული კონცენტრაციით მარილების გაჯერების პროცესი მიმდინარეობს. ეს მარილები შეიძლება ერთი ადამიანისთვის აუცილებელიც იყოს, სხვას კი მხოლოდ ზიანი მიაყენოს იმ დაავადების გამო, რომელიც აქვს.სპეციალისტების განმარტებით, ერთ-ერთი ასეთია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. კუჭის წყლულისა თუ გასტრიტის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაზირებული მჟავე მინერალური წყლის მიღება, ვინაიდან გაზი ლორწოვანას აღიზიანებს. შესაბამისად, სამკურნალო წყლის თვითნებურად სმა, როგორც ამას კურორტებზე აკეთებენ დამსვენებლები, არ შეიძლება.არსებობს სხვადასხვა სახის მინერალური წყალი: ყველა მათგანს მინერალიზაციის სხვადასხვა დონე აქვს. აქედან გამომდინარე:ამასთან, მედიკოსების თქმით, სამკურნალო მინერალური წყალი საერთოდ არ არის რეკომენდებული ჯანმრთელი ადამიანისთვის.იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელი წყლის სმა შეიძლება ან არ შეიძლება თქვენთვის, გთავაზობთ თვალსაჩინო ინფოგრაფიკას, რომლითაც საქართველოს მინერალური წყლების შემადგენლობასა და თვისებებს გაეცნობით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/10/247331033_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_a45565c69d4eda562396be6966a0db72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, инфографика
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, инфографика
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მინერალური წყალი ყოველთვის არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ვინაიდან თუ წყალი მაღალი მინერალიზაციისაა, მისმა რეგულარულად მიღებამ შესაძლოა ზოგი დაავადების განვითარების პროცესი დააჩქაროს, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ასეთი წყალი ადამიანმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. საქმე ისაა, რომ სამკურნალო მინერალურ წყალში გარკვეული კონცენტრაციით მარილების გაჯერების პროცესი მიმდინარეობს. ეს მარილები შეიძლება ერთი ადამიანისთვის აუცილებელიც იყოს, სხვას კი მხოლოდ ზიანი მიაყენოს იმ დაავადების გამო, რომელიც აქვს.
სპეციალისტების განმარტებით, ერთ-ერთი ასეთია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. კუჭის წყლულისა თუ გასტრიტის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაზირებული მჟავე მინერალური წყლის მიღება, ვინაიდან გაზი ლორწოვანას აღიზიანებს. შესაბამისად, სამკურნალო წყლის თვითნებურად სმა, როგორც ამას კურორტებზე აკეთებენ დამსვენებლები, არ შეიძლება.
არსებობს სხვადასხვა სახის მინერალური წყალი:
ყველა მათგანს მინერალიზაციის სხვადასხვა დონე აქვს. აქედან გამომდინარე:
სუფრის წყალი შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ,
სამკურნალო–სუფრისა — ნაკლებად,
სამკურნალო — რომელიც, თავის მხრივ, ტუტე და მჟავე წყლებად იყოფა, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, მედიკოსების თქმით, სამკურნალო მინერალური წყალი საერთოდ არ არის რეკომენდებული ჯანმრთელი ადამიანისთვის.
იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელი წყლის სმა შეიძლება ან არ შეიძლება თქვენთვის, გთავაზობთ თვალსაჩინო ინფოგრაფიკას, რომლითაც საქართველოს მინერალური წყლების შემადგენლობასა და თვისებებს გაეცნობით.