https://sputnik-georgia.com/20230307/ursula-fon-der-laieni-nato-275535523.html
ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმა B: ევროკომისარი შესაძლოა ნატოს გენმდივნობისთვის ემზადებოდეს
ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმა B: ევროკომისარი შესაძლოა ნატოს გენმდივნობისთვის ემზადებოდეს
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოგზაურობა კანადასა და შეერთებულ შტატებში, რომელიც 7 მარტს დაიწყება, ნატოს... 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T16:20+0400
2023-03-07T16:20+0400
2023-03-07T21:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ნატო
ევროკომისია
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_541:438:3403:2048_1920x0_80_0_0_cc9c8f8353e09620563d7ec45a70f6d2.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოგზაურობა კანადასა და შეერთებულ შტატებში, რომელიც 7 მარტს დაიწყება, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, წერს იტალიური La Repubblica.გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ მას ხელახლა აირჩევენ ევროკომისიის თავმჯდომარედ, თუმცა პარალელურად სარეზერვო გეგმაზეც მუშაობს, რომელიც „თანდათან იძენს ფორმას“.როგორც La Repubblica წერს, ფონ დერ ლაიენმა კანდიდატურის წამოყენებისთვის მზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.ამასთან აღინიშნება, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი „ამერიკელებისთვის იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა“, რადგან სხვა შესაძლო კანდიდატები მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებიან.თუმცა, ამავდროულად, ფონ დერ ლაიენის პრეტენზიები ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე „დაარღვევს სცენარს, რომელსაც ქვეყნები და პარტიები ბოლო თვეებში აგებდნენ ევროკომისიაში მომავალი არჩევნების წინ“.იტალიური გაზეთის ცნობით, ვილნიუსში ნატოს სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, ალიანსის წევრები შეეცდებიან, რომ იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ. ალიანსის ხელმძღვანელს, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მანამდე უკვე გადაუვადეს თანამდებობიდან წასვლა. ეს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში — 2022 წლის მარტში მოხდა.რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, მას უფლებამოსილება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.წყარო: La Repubblica
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_780:0:3511:2048_1920x0_80_0_0_3150f07a4cd72cebf76647c956816039.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ნატო , ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ნატო , ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოგზაურობა კანადასა და შეერთებულ შტატებში, რომელიც 7 მარტს დაიწყება, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, წერს იტალიური La Repubblica.
გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ მას ხელახლა აირჩევენ ევროკომისიის თავმჯდომარედ, თუმცა პარალელურად სარეზერვო გეგმაზეც მუშაობს, რომელიც „თანდათან იძენს ფორმას“.
როგორც La Repubblica წერს, ფონ დერ ლაიენმა კანდიდატურის წამოყენებისთვის მზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ამასთან აღინიშნება, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი „ამერიკელებისთვის იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა“, რადგან სხვა შესაძლო კანდიდატები მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებიან.
თუმცა, ამავდროულად, ფონ დერ ლაიენის პრეტენზიები ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე „დაარღვევს სცენარს, რომელსაც ქვეყნები და პარტიები ბოლო თვეებში აგებდნენ ევროკომისიაში მომავალი არჩევნების წინ“.
იტალიური გაზეთის ცნობით, ვილნიუსში ნატოს სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, ალიანსის წევრები შეეცდებიან, რომ იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ. ალიანსის ხელმძღვანელს, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მანამდე უკვე გადაუვადეს თანამდებობიდან წასვლა. ეს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში — 2022 წლის მარტში მოხდა.
რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, მას უფლებამოსილება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.