https://sputnik-georgia.com/20230307/tavdacvis-saministrom-sagangebo-gancxadeba-gaavrcela-275557955.html
თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა
თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T23:17+0400
2023-03-07T23:17+0400
2023-03-07T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.ძალოვანი უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონის ქართული ვერსია. ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შსს-ს სპეცრაზმი ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი დროშებით ხელში ცდილობდა პარლამენტის სამსახურებრივ შესასვლელთან მიახლოებას.სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ვითარება პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის შენობასთან რჩება. ვითარებაც ახლაც დაძაბულია.პროტესტის მიზეზიპარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს თავდაცვა
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.
„სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ძალოვანი უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონის ქართული ვერსია. ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შსს-ს სპეცრაზმი ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი დროშებით ხელში ცდილობდა პარლამენტის სამსახურებრივ შესასვლელთან მიახლოებას.
სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ვითარება პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის შენობასთან რჩება. ვითარებაც ახლაც დაძაბულია.
პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.