https://sputnik-georgia.com/20230307/saqartvelos-prezidentma-gaerosi-dagegmili-sexvedrebi-gaauqma-275558418.html
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში 5 მარტს გაემგზავრა 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T23:32+0400
2023-03-07T23:32+0400
2023-03-07T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dc166b8140a002d93cc849f915b9b571.jpg
თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 5 მარტს გაემგზავრა, ის მონაწილეობას იღებს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის მუშაობაში. სესია ნიუ-იორკში 6-17 მარტის პერიოდში იმართება.სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტთან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა და პოლიციამ მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ დახმარება იქ მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება და როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.ასევე, შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.პროტესტის მიზეზიპარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა >>ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_b94c17688cbd354c11f922bd4d70cfbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში 5 მარტს გაემგზავრა
თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 5 მარტს გაემგზავრა, ის მონაწილეობას იღებს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის მუშაობაში. სესია ნიუ-იორკში 6-17 მარტის პერიოდში იმართება.
სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტთან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა და პოლიციამ მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ დახმარება იქ მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება და როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ასევე, შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.
პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.