მიმოხილვა: უკრაინის არმიის სტრატეგიული უკან დახევა თუ თავდაცვითი რესტრუქტურიზაცია?

© photo: Sputnik / Cictor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
რუსული შენაერთები სასტიკი ბრძოლებით ათავისუფლებენ არტიომოვსკის ტერიტორიასა და მის გარეუბნებს უკრაინელი დამპყრობლებისგან, წერს „რია ნოვოსტის“ სამხედრო მიმომხილველი.
მისი თქმით, ინგრევა კიევის რეჟიმის მითი უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერებასა და „ბახმუტის ფორტეციის“ აუღებლობაზე, ხოლო დასავლეთი ინტენსიურად ეძებს მოსახერხებელ განმარტებას უკრაინის ჯარების მორიგი სამხედრო მარცხის შესახებ, რომლებსაც პირდაპირ და ირიბად ხელმძღვანელობენ პენტაგონისა და ნატოს სტრატეგები.
არტიომოვსკი ოპერატიულ ალყაშია. რუსული მოიერიშე რაზმები იქ წყვეტენ არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ ამოცანას, იზიდავენ რა თავისკენ თითქმის მთელ უკრაინულ არმიას, წელში ტეხენ მას და წინ მიიწევენ. ანუ, ფაქტობრივად, „ანულებენ“ უკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს.
რამდენიმე მიმართულებით წინსვლისას რუსულმა ძალებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდეს ქალაქის კონტროლირებადი ტერიტორია. მტრისთვის ყველაზე რთული სიტუაციაა არტიომოვსკი/ბახმუტის ჩრდილოეთით, სადაც „ვაგნერის“ რაზმები დაჟინებით მიიწევენ ცენტრისკენ. „ბახმუტის ფორტეციას“ დღეს ზურგთან მხოლოდ ერთი გზა აკავშირებს, რომელიც გამუდმებით რუსული ჯარების ცეცხლქვეშაა.
კრასნოე-არტიომოვსკის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე უკრაინის ჯარების კონტრშეტევის მცდელობა რუსულმა საარტილერიო დარტყმებმა ჩაშალა. „ბახმუტის ხორცსაკეპში“ უკრაინული ქვედანაყოფები ყოველდღიურად და შეუქცევად კარგავენ 500-მდე სამხედროს.
უკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლობა ბრძოლის ველზე კვალიფიციური პერსონალის უზარმაზარი დანაკარგის უცხოელი დაქირავებულებით ანაზღაურებას ცდილობს. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა განააცხადა, რომ სპეცოპერაციის ზონაში უკრაინულ ფორმაში გამოწყობილი დაახლოებით 20 ათასი პოლონელი ჯარისკაცი იმყოფება, ალიანსის სხვა ქვეყნების „მოხალისეების“ ჩაუთვლელად.
დასავლეთი ვეღარ საუბრობს რუსეთზე ვირტუალურ გამარჯვებაზე. გაზეთი Wall Street Journal უკრაინელ ოფიცრებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არტიომოვსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოს შემდეგ რამდენიმე ყველაზე გაწვრთნილი ბრიგადა დაკარგეს, რაც ათობით ათას მებრძოლს ნიშნავს.
გამოცემა Military Watch უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხს წარმოუდგენელი რუსული ცეცხლით ამართლებს, „ვაშინგტონ პოსტი“ კი იმედოვნებს, რომ „ბახმუტი მთლიანად არ არის გარშემორტყმული“.

„მიცვალებულთა გემი“

არტიომოვსკში უკრაინული ჯარების 12 ათას კაციანი დაჯგუფებაა ოპერატიულ ალყაში, მიწოდების ყველა ხაზი რუსული არტილერიის ცეცხლქვეშაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის დეკლარაციების საწინააღმდეგოდ, კიევის რეჟიმმა თავისი ძალების ნაწილის გაყვანა დაიწყო ჩასოვი იარში და იმის იქითაც. უფრო მეტიც, შეინიშნება ქალაქიდან უკრაინული ჯარების უწესრიგო გაქცევა.
ნაციონალური ფორმირებები ესვრიან „ძმებს“, რომლებიც ალყიდან გაღწევას ცდილობენ — სათითაოდ თუ ქვედანაყოფებთან ერთად. დასავლელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კიევი „დაასრულებს ბახმუტიდან ჯარების გაყვანას და გააძლიერებს თავდაცვით ხაზებს სლავიანსკის/კრამატორსკის რაიონში, ხოლო რუსეთი ნელ-ნელა წინსვლას განაგრძობს იმავე მიმართულებით“. რამდენად ნელა თუ სწრაფად, ამას დრო გვიჩვენებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა და დასავლური მედია იუწყებიან, რომ რუსეთმა ახალი შეტევისთვის დაახლოებით 1800 ტანკს, 3950 ჯავშანტრანსპორტიორს, 700 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, 2700 საარტილერიო იარაღსა და 500 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი. 4-5 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უშუალოდ სპეცოპერაციის ზონაში მუშაობდა. შესაძლოა, ეს დამთხვევაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევა სულ უფრო და უფრო ნაკლებ სავარაუდოდ გამოიყურება. ნატოსთვის ამ უსიხარულო ფონზე ვაშინგტონი ევროპული ლიმიტროფების ძველი იარაღის ნარჩენებით გაბერვას განაგრძობს, ცდილობს აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გააცოცხლოს.
ამერიკელი ექსპერტი სკოტ რიტერი ვაშინგტონის სტრატეგიულ დამარცხებას პროგნოზირებს რუსეთთან ბრძოლაში: „როგორ მუშაობს ამერიკის სამხედრო ინდუსტრია? ვაკეთებთ იარაღს ოცდაოთხი საათის განმავლობაში? ვავითარებთ ახალ ქარხნებს? არა!"
კიევის რეჟიმს და მის ჯარს შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად უწოდებენ „მიცვალებულთა გემს“. ეს სასტიკი, მაგრამ სწორი შეფასებაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოედს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0