მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა - არიან დაღუპულები

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშისასწავლო ფრენები
სასწავლო ფრენები - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
კიდევ ორი ​​თვითმფრინავი, რომელიც მონაწილეობდა სასწავლო ფრენაში, უვნებლად დაბრუნდა სამხედრო ბაზაზე.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რომის თავზე იტალიის საჰაერო ძალების ორი სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა, იუწყება „რია ნოვოსტი“ Corriere della Sera-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი მოხდა ქალაქ გუიდონია-მონტეჩელოს მახლობლად, იტალიის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
„შეჯახება მოხდა ფრენის დროს ერთობლივი მანევრების შესრულებისას, ერთ-ერთი თვითმფრინავი შენობას დაეცა. გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მეორე მინდორში ჩამოვარდა", – წერს გაზეთი.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0