https://sputnik-georgia.com/20230307/qartulma-ocnebam-saprotesto-aqciis-monawileebs-simsvidisken-mouwoda-275559566.html
„ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა
„ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
მთავარია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედონ და არავითარ შემთხვევაში არ იქნება დარბევა, განაცხადა დეპუტატმა. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T23:41+0400
2023-03-07T23:41+0400
2023-03-07T23:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275549953_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_6b33c0b0d889a73b76a3b8122ef1d218.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა.მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა ძალა გამოიყენეს და პოლიციელების ნაწილმა სერიოზული დაზიანება მიიღო. მისი თქმით, კანონის დამრღვევები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.უფრო ადრე საქართველოს შსს–მ განაცხადა, რომ სპეცსაშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და მისი მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაბლოკვას შეეცადნენ. შსს–მ აქციის მონაწილეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ განაცხადა.ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები განაგრძობენ სპეცსაშუალებების – წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ.პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. აქციის მონაწილეები დგანან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების დასაწყისში, მათ და პოლიციას შორის მცირე შეტაკებები ხდება.მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის სპეცსაშუალებების გამო ათობით ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი ჰოსპიტალიზებულია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275549953_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_75033f4bdd3ef1f70799f42ccb298fe0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
„ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა
მთავარია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედონ და არავითარ შემთხვევაში არ იქნება დარბევა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა.
„მინდა, მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის გულწრფელი პროტესტი, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა ძალა გამოიყენეს და პოლიციელების ნაწილმა სერიოზული დაზიანება მიიღო. მისი თქმით, კანონის დამრღვევები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე საქართველოს შსს–მ განაცხადა, რომ სპეცსაშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და მისი მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაბლოკვას შეეცადნენ. შსს–მ აქციის მონაწილეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ განაცხადა.
ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები განაგრძობენ სპეცსაშუალებების – წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. აქციის მონაწილეები დგანან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების დასაწყისში, მათ და პოლიციას შორის მცირე შეტაკებები ხდება.
მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის სპეცსაშუალებების გამო ათობით ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი ჰოსპიტალიზებულია.