როდის გაიხსნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი: გამოცხადდა ვადა
10:38 07.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023)
© AFP 2024 / Anne-Christine Poujoulat

© AFP 2024 / Anne-Christine Poujoulat
გამოწერა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ მის გახსნას 2024 წლის ბოლოსთვის შევძლებთ, განუცხადა Associated Press-ს არმიის გენერალმა ჟან-ლუი ჟორჟლენმა, რომელიც ნოტრ-დამის აღდგენის კოლოსალურ პროექტზე აგებს პასუხს.
PHOTOS: Notre Dame Cathedral set to reopen in December 2024 after fire: https://t.co/JnbaNyTN63 pic.twitter.com/mWz5dCXURb
— KHON2 News (@KHONnews) March 6, 2023
მისი თქმით, ტაძრის ცნობილი შპილი, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს გაანადგურა ხანძარმა, უკვე წელს აღიმართება ნოტრ-დამის თავზე და მისი აღდგენის მძლავრ სიგნალად იქცევა.
„შპილის დაბრუნება პარიზის ცაზე, ჩემი აზრით, იქცევა იმის სიმბოლოდ, რომ ჩვენ ნოტრ-დამისთვის ბრძოლაში ვიმარჯვებთ“, — აღნიშნა გენერალმა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო. მანამდე, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, XII საუკუნის გოთური არქიტექტურის შედევრს თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნება. თუმცა ეს გეგმა ასევე მოიაზრებს 93 მეტრი სიმაღლის შპილის აღდგენას, რომელიც მე-19 საუკუნეში დაამატა ტაძარს არქიტექტორმა ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკმა.
After a fire engulfed Notre Dame in 2019, the cathedral lost about 20% of its glorious acoustics. A group of researchers is trying to bring the cathedral’s sound back to life. https://t.co/DU13JJ863X pic.twitter.com/eSf8eEHjEZ
— NYT Magazine (@NYTmag) March 5, 2023
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა, რამაც ის ნაწილობრივ გაანადგურა. კერძოდ, ჩამოინგრა შპილი, საათი და XII საუკუნის ორიგინალური გადახურვა. ტაძრის კარკასის გადარჩენა მოხერხდა. ხანძარი, სავარაუდოდ, შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია.
წყარო: Associated Press