https://sputnik-georgia.com/20230307/metro-delistan-dawris-faqtze-erti-piri-daakaves-275518926.html
მეტრო „დელისთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მეტრო „დელისთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T12:23+0400
2023-03-07T12:23+0400
2023-03-07T16:54+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა თბილისში, მეტროს სადგურ „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიზნეს-ცენტრის ეზოში მიმდინარე წლის 6 მარტს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 50 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი იმ ბიზნეს-ცენტრის ერთ-ერთი მეწილეა, სადაც შემთხვევა მოხდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
მეტრო „დელისთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
12:23 07.03.2023 (განახლებულია: 16:54 07.03.2023) დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა თბილისში, მეტროს სადგურ „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიზნეს-ცენტრის ეზოში მიმდინარე წლის 6 მარტს მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 50 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე“
დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი იმ ბიზნეს-ცენტრის ერთ-ერთი მეწილეა, სადაც შემთხვევა მოხდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული.