https://sputnik-georgia.com/20230307/gwp-mosaxleobis-nawils-wyali-sheuwydeba-275536453.html
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T16:49+0400
2023-03-07T16:49+0400
2023-03-07T21:47+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263785602_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_010a6db3a20ae28031853577a7d85bbc.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 7 მარტის 16:30 საათიდან 8 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, 7 მარტს სამგორის რაიონში, გუგუშვილის ქუჩის N23-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად კომპანიის ტექნიკური ჯგუფი სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში - გუგუშვილის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, და სადგური ველის ქუჩებს; ნავთლუღის მე-2 დასახლებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; 31-ე ქარხნის, აეროდრომის, ქვემო მელითონეთა და მიმდებარე დასახლებას; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, სოფელ ჭალას და ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263785602_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_15b1efd0f467ae22f7758a47822e1e9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
16:49 07.03.2023 (განახლებულია: 21:47 07.03.2023) წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 7 მარტის 16:30 საათიდან 8 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, 7 მარტს სამგორის რაიონში, გუგუშვილის ქუჩის N23-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად კომპანიის ტექნიკური ჯგუფი სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - გუგუშვილის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, და სადგური ველის ქუჩებს; ნავთლუღის მე-2 დასახლებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; 31-ე ქარხნის, აეროდრომის, ქვემო მელითონეთა და მიმდებარე დასახლებას; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, სოფელ ჭალას და ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.