ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრება და თბილისური მოდის შარმი

© courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძე
ცირა ახობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში ჰქონდა – 2003 წელს მისი ნახატების ექსპოზიცია ნიუ-იორკის გალერეა Warel–Nase-ში მოეწყო. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ-იორკის არტექსპოზე გამოიფინა.
„საქართველოში მენატრება ოჯახი, მეგობრები, თბილი ქართული ურთიერთობები. მენატრება პედაგოგიური საქმიანობა, რომელსაც უდიდესი სითბო და ხალისი შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები“ – ასე ამბობს ამერიკაში მცხოვრები მხატვარი-დიზაინერი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ცირა ახობაძე. საქართველოში მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს „ქარვასლასა“ და „ცისფერ გალერეაში“ გამოიფინა.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძე
ცირა ახობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
ცირა ახობაძე
- ქალბატონო ცირა, როგორც მხატვარმა რა გზა გაიარეთ?
- ხატვის სიყვარული ჩვენი ოჯახური გატაცებაა. ბებია შესანიშნავად ხატავდა და ქარგავდა, მამიდა ხატავს და ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ასევე შესანიშნავად ხატავენ ჩემი ძმა და დისშვილი. მე თბილისის ნატიფი ხელოვნების აკადემია დავამთავრე. ისევე, როგორც ყველა სტუდენტი, თავდაპირველად მეც ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ვხატავდი, შემდეგ ეტაპზე ვცდილობდი ტექნიკა დამეხვეწა და ნამუშევრის შინაარსს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი. მსურდა ნახატში ჩემი ფიქრები და ემოციები გადმომეცა. ვმუშაობდი სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით და შედეგად საკუთარი ხელწერა და სტილი ვიპოვე. ჩემი აზრით, სწორედ ეს ეტაპი იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯგუფურ გამოფენებში სწავლის პერიოდიდან ვმონაწილეობდი. თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძე
ცირა ახობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
ცირა ახობაძე
- პედაგოგიური გამოცდილებაც გაქვთ...
- ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე კომპოზიციასა და ფერწერას ვასწავლიდი. პედაგოგებსა და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობამ პროფესიული ზრდის საშუალება მომცა, გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე. პედაგოგიური საქმიანობა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია. სტუდენტებთან მუშაობა დადებითი ენერგიით გავსებს, ცდილობ, რომ თითოეული მათგანის შინაგან სამყაროს ჩაწვდე, გადასცე შენი ცოდნა ისე, რომ მათი ინდივიდუალიზმი არ დაამსხვრიო. ძალიან გაწონასწორებული და ყურადღებიანი უნდა იყო, რათა ისე ასწავლო ფერისა და ხაზის საშუალებით გრძნობების გამოხატვა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ არ მოაქციო და ხელწერა შეუნარჩუნო. ამ დროს უნდა შეძლო, რომ ერთდროულად იყო მხატვარი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი და უბრალოდ მეგობარიც.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
ცირა ახობაძის შემოქმედება
- ამერიკაში ჩასვლის მერე გრაფიკას ანიჭებთ უპირატესობას, რატომ?
- ამის მიზეზი ისაა, რომ გრაფიკა არ მოითხოვს განსაკუთრებულ სამუშაო პირობებს და მასშტაბებს. ეს გარემოება ამერიკული ცხოვრების და მუშაობის დაძაბული ტემპის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გრაფიკული ჩანახატების გაკეთება ყველგან და ყოველთვის შემიძლია, ტრანსპორტში გადაადგილების დროსაც კი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიუანსებს და მცირე დეტალებს. ჩემი აზრით, მხატვრის სათქმელის არსს სწორედ ისინი გამოხატავს, გრაფიკა კი ამის ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
ცირა ახობაძის შემოქმედება
- ამერიკაში ახალი გატაცებები გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში...
- დიახ, ვქმნი ხელნაკეთ სამკაულებს, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს ძალიან მოსწონს. კიდევ ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ეს ჩემი ჰობია, მიყვარს წვრილმანებისა და საინტერესო ტიპაჟების დაფიქსირება. ხშირად ვხედავ იმას, რასაც იმ მომენტში ჩემ გარდა ვერავინ ხედავს.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
ცირა ახობაძის შემოქმედება
- როგორც დიზაინერი რას იტყვით თბილისურ მოდაზე?
- თბილისს ყოველთვის თავისი შარმი აქვს. ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. ქართული მოდა დასავლური ზომიერების და აღმოსავლური ემოციურობის ბრწყინვალე ნაზავია. ქართველ ქალებს დახვეწილი გემოვნება და ჩაცმის ორიგინალური სტილი აქვთ. ძალიან მახარებს ბოლო წლებში მომრავლებული მოდის კვირეულები. ახალგაზრდა მოდელებს ეს განვითარებისა და საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. დღეს ქართველები მსოფლიოს გამორჩეულ დიზაინერებს ტოლს არ უდებენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თანამედროვე მოდის განვითარებაში.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0